![]() |
ქუნტა ჰაჯი ქიშიევი (დ. 1830, აული ღუნხო, დაღესტანი – გ. 19 მაისი, 1867, ვოლოგდის ოლქი) |
ქუნტა-ჰაჯი ქიშიევი არის მთელ მაჰმადიანურ სამყაროში აღიარებული წმინდანი. იგი დაიბადა დაღესტანში, ანდიურ აულ ღუნხოში, თუმცა მისი ჩეჩენი ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ ქუნტა-ჰაჯი ქიშიევის დაბადების ადგილია ბარის ჩეჩნეთის სოფელი მელჩა-ხი. ყოველ შემთხვევაში, ეროვნებით იგი ჩეჩენი არ ყოფილა.
ქუნტა ჰაჯის ნამდვილი სახელია აჰმადი, ხოლო „ქუნტა“ ანდიურ ენაზე ნიშნავს „ვაჟკაცს“. ქუნტა-ჰაჯის მამა ქიში მწყემსად ედგა ჩეჩნებს. თავიდან ქუნტა-ჰაჯიც მწყემსი იყო. მისი მშობლები მალე გადასახლდნენ მთის სოფელში ალსხან-იურტში, სადაც გაიარა მისმა ბავშვობამ. ბავშვობისას უყვარდა
განმარტოება.
ისწავლა
არაბულად
წერა-კითხვა.
ზიკრის
რიტუალის
შესრულება
მან სიყმაწვილიდან დაიწყო. გადმოცემით, ამაზე გაბრაზებულმა იმამმა შამილმა
ის
დაიბარა
და
ალიმების
საბჭოს
წინაშე
გამოცდა
მოუწყო. ქუნტა-ჰაჯიმ
ჩააბარა
ყურანისა
და
სუნას
ცოდნის
გამოცდა
და
შამილმა
მას
თავი
გაანება. 18 წლისა მექაში წავიდა ჰაჯის რიტუალის აღსასრულებლად და იქ გაეცნო ყადირიას სუფიური ორდენის მოძღვრებას, მიიღო უმაღლესი მუსლიმანური განათლება და ჩეჩნეთში დაბრუნდა.
ქუნტა-ჰაჯი ქიშიევი გმობდა ომის და ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას. (ისლამში ამ მიმართულების
დამფუძნებლად
ითვლება
შეიხი
აბდ
ალ-კადირ
ალ-გილანი
ბაღდადიდან - 1077-1166 წ.წ.). გადმოცემით სალოცავ მოგზაურობაში მყოფმა ქუნტა-ჰაჯიმ
მოინახულა
აბდ
ალ-კადირის
საფლავი
და
იქ
ისწავლა ყადირიას
მოძღვრება.
სხვა
გადმოცემით
ზიქრის
იდეა
მას
მოუვიდა
გამოცხადების
დროს...
გადმოცემის თანახმად სალოცავი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ქუნტა-ჰაჯიმ
მიმართა
ჩეჩნებს
და
უთხრა
რომ სისტემატური ომების გამო ჩეჩენთა რაოდენობა კატასტროფულად მცირდება,რომ მას არ სჯერა
რომ
თურქეთი
დაეხმარება
ჩეჩნებს
და
რომ
თურქეთის
ხონთქარი გაირჯება ჩეჩნების გასანთავისუფლებლად და გადასარჩენად
ვინაიდან
თურქეთის
ხონთქარი
ისეთივე
დესპოტია
როგორც
რუსეთის
მეფე.
ქუნტა-ჰაჯიმ დაამატა რომ მას არაბულ ქვეყნებში უნახავს შარიათით შენიღბული დესპოტები.
რევოლუციამდე დაღესტანში გამოცემულ თავის
ტრაქტატში
"ტარჯამატ
მაკალატი
კუნტა
შეიხი"
კუნტა-ხაჯი წერს:
"ყველაფრის მიმართ გულგრილი ადამიანი რომელიც კმაყოფილდება მარტო იმით რომ ჭამს და სვამს
შორსაა
ზნეობრივი
სრულყოფისგან.
თუ
კი
მიურიდს
უნდა
იმის
გაგება
თუ
რამდენად
ახლოა
ის
ღმერთთან, წინასწარმეტყველთან და მოძღვართან მან უნდა ჩაიხედოს თავის საკუთარ გულში. თუ კი მისი გული სავსეა ძალაუფლების წყურვილით მაშინ ის შორსაა ღმერთისგან,წინასწარმეტყველისგან და მოძღვრისგან. მიურიდი ახლოა ღმერთთან,წინასწარმარტყველთან და მოძღვართან მაშინ, როდესაც ის დარდობს,როდესაც ის უთანაგრძნობს ადამიანებს,როდესაც
მას
არ
ეზიზღება
და
არ
შურს....ვინც გულიდან
მოიშორა
რისხვა
და
ბრაზი,აპატია
წყენა,
ასჯერ
ახსენებს
ალაჰს,ლოცულობს
ავად
მოლაპარაკეებზე-ღვთის
მონაა".
ქუნტა-ჰაჯის რელიგიური მოღვაწეობის დაწყება ემთხვევა შამილის საიმამოს არსებობის ბოლო წლებს. "იარაღის მაგივრად ხელში აიღეთ კრიალოსანი და ყურანი", -ეუბნებოდა ქუნტა-ჰაჯი ჩეჩნებს
მაშინ,
როდესაც
შამილის
იმამატი
ეომებოდა
რუსეთს. თავად შამილი ნაყშბანდიას სუფიური ორდენის წევრი იყო და ქუნტა-ჰაჯის მოძღვრებას დიდად ეწინააღმდეგებოდა. თუ ნაყშბანდიას ორდენის მოძღვრება მოითხოვს მუსლიმანის ღაზავათში მონაწილეობას, ქუნტა-ჰაჯი ვირდი პაციფიზმს ქადაგებს. ქუნტა ჰაჯის მიაჩნდა, რომ მუსლიმანისთვის მთავარია მშვიდობის სიყვარული და ალაჰთან ხშირი ურთიერთობა. „ალაჰთან ურთიერთობაში“ იგი უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა ზიქრს, ანუ რიტუალურ წრიულ მოძრაობას, რომლის დროსაც მორწმუნეები 100-ჯერ, სიმღერით იმეორებენ „ლა ილაჰა ილალაჰ“.
შეიხი ქუნტა-ჰაჯის მოწოდებები მშვიდობისკენ,ძმობისკენ, გაჭირვებულებისთვის
და
ობლებისთვის
დახმარების
გაწევისკენ
შეესაბამებოდა
ხანგრძლივი
კავკასიური
ომით
მისიკვდილებული
ხალხის
სულიერ
მდგომარეობას. ქუნტა-ჰაჯის შესანიშნავად ესმოდა რომ შეურიგებელმა ბრძოლამ მეფის
ხელისუფლებასთან
შეიძლება
გამოიწვიოს
ჩეჩენთა
სრული
მოსპობა.
ეს იდეოლოგია ეწინააღმდეგებოდა ბრძოლის გაგრძელების მომთხოვნ ჰაზავათის იდეოლოგიას. კუნტა ხაჯის გააფთრებით ესხმოდნენ თავს თანამედროვე ვაჰაბიტების წინამორბედებიც,ორთოდოქსული ისლამის
მიმდევრები.
ზიქრიზმის გავრცელებამ შამილზე არანაკლებად შეაწუხა რუსეთის სარდლობაც, რომელსაც აწყობდა ეს ომი. რუსი სამხედროებიც სდევნიდნენ ქუნტა-ჰაჯის და რუსეთის მხედრიონს და შამილს შორის მოჭყლეტილი ქუნტა-ჰაჯი იძულებული იყო გასცლოდა კავკასიას. ის წავიდა მექაში. რუსეთის
იმპერიამ
გატეხა
მთიელთა
საუკუნოვანი
წინააღმდეგობა. ჰაზავათის მშობელი იმამი შამილი დანებდა და იქცა რუსეთის მეფის საპატიო სტუმრად. ცხოვრების ბოლო წლები კი შამილმა გაატარა მაჰმადიანებისთვის წმინდა მექაში.
ხალხისთვის ამ გარდამტეხ მომენტში,როდესაც წყდებოდა სიცოცხლის და სიკვდილის საკითხები,ისევ გამოჩნდა მშვიდობის ქადაგი შეიხი ქუნტა-ჰაჯი.ის კიდევ უფრო დიდი გულმოდგინებით ქადაგებდა თავის პაციფისტურ იდეებს. მოითხოვდა უპირატესობის მინიჭებას მარადიული
სულიერ-ზნეობრივი
კატეგორიებისთვის,სულიერი
და
ზნეობრივი
სრულყოფისთვის
და
არა
წამიერი
კეთილდღეობისთვის.
კავკასიის ნაცვალი, კავკასიის ჯარის მთავარსარდალი,დიდი მთავარი
მიხაილ
რომანოვი
1861 წლის
23 იანვარს
სამხედრო
მინისტრისთვის
გაგზავნილ
წერილში
ამის
თაობაზე
წერდა
:
"1861 წლის შემოდგომაზე მექადან დაბრუნების შემდეგ ქუნტა-ჰაჯიმ დაიწყო ქადაგება და მას მალე გაუჩნდა მრავალი მომხრე,მან დაიმსახურა ხალხის განსაკუთრებული პატივისცემა".
რომანოვთა რეჟიმი
დიდ
ყურადღებას
უთმობდა ქუნტა-ჰაჯის,
თუმცა
არ
ეხმარებოდა
მას
მიუხედავად
იმისა
რომ ქუნტა-ჰაჯი ქადაგებდა
რუსეთთან
ომის
შეწყვეტას.... კავკასიის სრული დამონების მსურველ რომანოვებს არ აწყობდათ ჩეჩნების არც მეომარი და არც მშვიდობიანი სულიერი ლიდერის არსებობა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სიკეთის და სამართლიანობის მქადაგებელი ქუნტა-ჰაჯი მის
ძმა
მოვსურთან
ერთად
1864 წლის
3 იანვარს
დაიჭირეს
და
ვლადიკავკაზით
ნოვოჩერკასკში
გააგზავნეს. ეს იყო პროვოკაცია ჩეჩნების გამოწვევის მიზნით და ამ პროვოკაციამ გაჭრა.
ქუნტა-ჰაჯის დაპატიმრებით გააფთრებული ათასობით მთიელი ჩავიდა შალიში. მათ ეგონათ რომ ქუნტა-ჰაჯი ისევ იქ იყო. შალიში კი ამ დროისთვის რუსებმა ჩაიყვანეს ძლიერი სამხედრო რაზმი თავადი თუმანოვის მეთაურობით.
მიურიდებს ეგონათ რომ ქუნტა-ჰაჯი ისევ იქ იყო და მათ სამჯერ გაუგზავნეს
თავადს
დეპუტაცია
უსტაზის
მათთვის
გადაცემის მოთხოვნით,მაგრამ
უარი
მიიღეს. ბოლოს და ბოლოს წყობიდან გამოყვანილმა ჩეჩნებმა დაყარეს ცეცხლსასროლი იარაღი და ბასსას
ყინულოვან
წყალში
განბანილები თავგანწირვით
თავს
დაესხნენ
რუსებს.
მათ, რა თქმა უნდა, დახვდნენ სალდათები რომელთაც სრულებით გულგრილად დაჭრეს და დაასახიჩრეს ათასობით უიარაღო ადამიანი, მოკლეს სულ მცირე 164 მიურიდი რომელთა შორისაც იყო მამაკაცურად ჩაცმული 6 ქალი. ეს მოვლენა ისტორიაში შესულია როგორც შალის საქმე. ამ სასაკლაოს შემდეგ მშვიდობის მქადაგებელი ქუნტა-ჰაჯის ზიქრიზმი აკრძალეს და მასში შემჩნეულებს მაშინვე აგზავნიდნენ ციმბირში კატორღაზე.
ასე
გადაასახლეს
ზიქრისტთა
18 ხელმძღვანელიც.
შეიხი ქუნტა-ჰაჯი ამ დროს ჩუმად ჰყავდათ ნოვგოროდის გუბერნიის ქალაქ უსტიუჟნოში. მშვიდობის მქადაგებელ ჩეჩენთა დარბევით გახარებული მეფის ადმინისტრაცია ზეიმობდა. ორდენებით,მედლებით
და
ფულით
ასაჩუქრებდნენ
ამ
რბევის
აქტიურ
მონაწილეებს.
დააჯილდოვეს
ჩეჩნური
ოკრუგის
მილიციის
კაპიტანი
დოვლეტმირზა
მუსტაფინი,პოლკოვნიკი
არცუ
ჩერმოევი
და
ვაგაპ
ადუ.
განსაკუთრებით
გამოარჩიეს
პოლკოვნიკი
კასიმ
კურუმოვი.
რომელმაც
გამოავლინა
მთავარი
მოღვაწეები
და
პირველმა
მოახსენა
უფროსობას
ზიქრისტების
მოსპობის
აუცილებლობის
შესახებ.
რუსეთის იმპერიის ჯილდოები მიიღეს მოლებმაც, მოლა აბდულკადირ ხორდაევმა,მოლა იდიკ ისლამოვმა,მოლა მუსტაფა აბდულაევმა და მოლა მახმუდ ბარშიკოვმა.
ნოვოჩერკასკის და უსტიუჟინოს ციხეებში გამომწყვდეულ ქუნტა-ჰაჯის
კი
მოთმინებით
და
ღირსეულად
გადაჰქონდა
ტანჯვა. უღარიბესი ჩეჩნებიდან გამოსული ქუნტა-ჰაჯი ცდილობდა სულიერი ძმობის და სოციალური თანასწორობის დამყარებას.
სოციალურ ბოროტებასთან ბრძოლაში მთავარი იარაღი მისი აზრით იყო ზნეობრივი განწმენდა, ამაღლება,მთიელთა მიერ ერთმანეთის მხარდაჭერა, ღმერთის მუდმივი ძიება.
ქუნტა-ჰაჯი სცნობდა ერთადერთ ხელისუფლებას - ღმერთის ხელისუფლებას.
ჩეჩნებმა მას უწოდეს ევლია - წმინდანი. ისაა ახალი ფილოსოფიისთვის, ახალი მსოფლმხედველობისთვის
თავდადებული
წმინდანი....
დღესაც უსამართლო და ვერაგ და ბოროტ სამყაროში კუნტა-ხაჯის ნაირები ადამიანებს აძლევენ სიკეთის,სამართლიანობის, ეროვნებით სხვადასხვანაირი
მაგრამ თავისი დანიშნულების ჭეშმარიტების წვდომის უნარით ერთნაირი ადამიანების შემოქმედის მოწყალების რწმენას.
----------------------
ქუნტა ჰაჯის მოძღვრება, რომელსაც „ქუნტა-ჰაჯი ვირდს“ უწოდებენ, მთელ ჩეჩნეთში ფართოდ გავრცელდა 1870 წლიდან, როცა თავად ქუნტა-ჰაჯი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი იდეები არ მიიღეს ინგუშეთში და თავდაპირველად ასევე საქართველოში, პანკისის ხეობის ქისტურ სოფლებში, თუმცა 1905-1907 წლების რევოლუციური სიტუაციის დროს ცარიზმის აგენტებმა პანკისელ ქისტთა შორის აქტიურად იმუშავეს, რომ მათში ქუნტა-ჰაჯი ვირდის მოძღვრება საყოველთაოდ გავრცელებულიყო და ამის შედეგად, იქ აჯანყების საფრთხე თავიდან აეცილებინათ. დღესდღეობით, ქუნტა-ჰაჯი ვირდის მიურიდია ჩეჩენთა დიდი ნაწილი, ნაწილობრივ ინგუშები და პანკისელი ქისტები. ჩეჩნეთის პრორუსული ხელისუფლების ყოფილი მეთაური, აჰმად-ჰაჯი ყადიროვი ქუნტა-ჰაჯი ტარიკათის ლიდერი იყო.
წყარო:
http://givargi.blogspot.com/2013/05/blog-post.html
https://ka.wikipedia.org/wiki/ქუნტა_ჰაჯი
ბატონებო, შემიძლია გურჯებს ქართულად ლექციები წავუკითხო შემდეგ საგნებში: საქართველოს სამართლის ისტორია; სამართლის საფუძვლები; სამართლის ზოგადი თეორია; საერთაშორისო სამართალი და სხვა ზოგად თემებზე. სამართლის დოქტორი, თბილისის დავით აღმაშენებელის უნივერსიტეტის სრული პროფესორი. სახელმძღვანელო 4; მონოგრაფია 8; სამეცნიერო სტატიები: 108. "სამართლის დოქტორი ბიძინა სავანელის სახით საქართველოს ჰყავს ლექტორი და მეცნიერი, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წვლილი შეიტანა მეცნიერებისა და განათლების განვითარებაში.” თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და ინსტიტუტის განყოფილების გამგე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე, თბილისი, 2017 წლის 09 ნოემბერი.
ReplyDelete