![]() |
რუსლან მამილოვი |
მამამისი იზრაილ მამილოვი მოსამსახურე იყო. დედამისი ნინო ღუდუშაური კი იყო ღუდუშაურთა ძველი ქართული გვარიდან. რუსლანის და მისი ძმის,ისევე როგორც მრავალი ინგუში ინტელიგენტის ბავშვობამ გაიარა ვლადიკავკაზში. რუსლანი სწავლობდა სკოლაში,წითელი არმიის სახლის სახვითი ხელოვნების სტუდიაში.
მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი ოჯახი გადავიდა მთიან ინგუშეთში, სოფელ ერზიში.
დეპორტაციაში ოჯახი აღმოჩნდა ყირგიზეთში,სწორედ იმ ადგილას სადაც თავი მოიყარა განათლებულ ინგუშთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა. ბედმა რუსლან მამილოვი შეახვედრა იდრის ბაზორკინს,მაჰმუდ ესამბაევს, სხვა შემოქმედებს. იდრის ბაზორკინი 1952 წელს ყირგიზეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრატორი, სახელგანთქმული ინგუში მწერალი,პოეტი,დრამატურგი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც ხელი შეუწყო შემდეგ სახელგანთქმულ მოცეკვავე მაჰმუდ ესამბაევს. მაჰმუდ ესამბაევმა კი ხელი შეუწყო ახალგაზრდა რუსლან მამილოვს, რომელსაც უნდოდა მხატვრად გახდომა. მისი პირველი ნამუშევრებით აღფრთოვანებულმა ესამბაევმა ის გააცნო საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარ ოლგა მანუილოვას. მანუილოვა ენდო რუსლანის ნიჭს და ცოტა ხნის შემდეგ ბიჭი სხვებთან ერთად მუშაობდა ყირგიზეთის სახელმწიფო თეატრის ფასადისთვის განკუთვნილ რელიეფზე. მაჰმუდ ესამბაევთან მეგობრობას რუსლან მამილოვი აფასებდა ცხოვრების ბოლომდე.
1956 წელს რუსლან მამილოვი გახდა ალმა-ატას სამხატვრო სასწავლებლის სტუდენტი. ის მაშინვე ჩარიცხეს მესამე კურსზე.
1958 წელს რუსლანი დედასთან ერთად ჩავიდა საქართველოში, სადაც დაამთავრა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. შემდეგ ის მუშაობდა საქართველოს სამხატვრო ფონდთან არსებული მხატვრული ჩამოსხმის ქარხნის ფორმატორად.
შემდეგ ის დაბრუნდა ყაზახეთში და მუშაობდა ქალაქი ალმა-ატას სამხატვრო ფონდში.
მამილოვთა ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა 1968 წელს. ამავე წელს რუსლანმა გროზნოს ყველაზე გამოცოცხლებულ მაგისტრალზე დადგა 1942 წლის ოქტომბერში დაღუპულ
![]() |
გმირ მეხანძრეთა ძეგლი (რესტავრაციის შემდეგ, 2012 წ.) |
1968 წელსვე მამილოვი გახდა სსრკ-ს მხატვართა კავშირის წევრი.
1990 წელს მამილოვმა მიიღო ჩეჩენ-ინგუშეთის დამსახურებული არტისტის წოდება.
რუსლან მამილოვს სამხატვრო სასწავლებლის გარდა დამთავრებული ჰქონდა მუსიკალური სასწავლებლის კლარნეტის კლასი. მას უყვარდა კლასიკური მუსიკის მოსმენა. ის უკრავდა გიტარაზე,ბევრს კითხულობდა,დაინტერესებული იყო მეცნიერებით.
რუსლან მამილოვი იყო საინტერესო ადამიანი-მხატვარი-ფერმწერი,მოქანდაკე და მუსიკოსი.
![]() |
საბჭოთა საფოსტო კონვერტი "მეხანძრეთა" ძეგლის გამოსახულებით |
მამილოვი გარდაიცვალა 1993 წლის 25 თებერვალს ინგუშეთში, ჯეირახის რაიონის ს. ეზმიში. აქ არის მისის სახელობის ერთ-ერთი ქუჩა და რუსლან მამილოვის სახლ-მუზეუმი, რომელიც 2005 წელს გაიხსნა.
წყარო:
http://givargi.blogspot.com/2013/08/blog-post_9419.html
https://ru.wikipedia.org/wiki/Мамилов,_Руслан_Израилович
0 კომენტარი:
Post a Comment