![]() |
ქუნტა ჰაჯი ქიშიევი - ანდიური წარმოშობის ჩეჩენი რელიგიური მოღვაწე, ქუნტა-ჰაჯი ვირდის სუფიური მოძრაობის დამაარსებელი |
- ომი ველურობაა. მოშორდით ყველაფერს რაც ჰგავს ომს თუკი მტერი არ მოვიდა თქვენთვის რწმენისა და ღირსების წასართმევად.
- თქვენი იარაღია ჭკუა, მოთმინება,სამართლიანობა. მტერი ვერ გაუძლებს ამ ძალას და ადრე თუ გვიან აღიარებს თავის დამარცხებას.
- თქვენი იარაღია კრიალოსანი და არა ხანჯალი ვინაიდან მის წინაშე უძლურები არიან ტირანები.
- არც ერთი ტირანი არაა უზენაეს შემოქმედზე უფრო ძლიერი.
................................
- თუ გინდათ უზენაესი ღმერთის სიყვარული გიყვარდეთ სამართალი, სამართლიანობა.
- თქვენს ძმას უსურვეთ ის რასაც უსურვებთ საკუთარ თავს.
- არ ეცადოთ რომ იყოთ სხვებზე უფრო მდიდარი და ძლიერი.
- გაუნაწილეთ ღარიბებს ყველაფერი რითაც დაგაჯილდოებთ უფალი.
- უფრთხილდით, რომ ვინმეს არ შეშურდეს თქვენი სიმდიდრისა.
- დაე, შურდეთ თქვენი ცოდნა,სამართლიანობა და გულუხვობა.
- შესთხოვეთ ღმერთს რომ არ მოგეკრათ სხვისი შრომითა და ოფლით ნაშოვნი. ეს დაუძლეველი დაბრკოლებაა ჭეშმარიტების გზაზე.
................................
- არ დატოვოთ არც ერთი ძმა მშიერი,სიცივეში,სიღარიბეში,დამცირებული.
- წინასწარმეტყველი, დაე დალოცოს ის ალაჰმა და დაე მიესალმოს ის მას, ამბობდა რომ საუკეთესო ძღვენი უფლისთვის არის თქვენი მცირედი ქონების ის წილი. რომელსაც მისცემთ გაჭირვებულს.
- ჩვენი ერთმორწმუნე ვერ იქნება მშვიდად თუ კი ხედავს რომ მის ძმას რაღაც აწუხებს.
- თქვენ მტკიცედ უნდა იცოდეთ რომ არ დარჩებით მარტო უბედურების პირისპირ.
- მხოლოდ თავისუფალ,მშვიდ,დარწმუნებულ სულებს ძალუძთ ჭეშმარიტების გზის მთელი დიდების აღქმა და ამ გზაზე დარჩენა მიწიერი სიცოცხლის დასასრულამდე.
................................
- გიყვარდეთ ერთმანეთი,დაეხმარეთ ერთმანეთს,იყავით ერთმანეთის ნამდვილი ძმები.
- მხოლოდ ერთმანეთის სულებში ნამდვილი რწმენის სიყვარულით გიყვართ თქვენ ჭეშმარიტი და არა მითიური რწმენა...
- ეძებეთ უზენაესი თქვენში. უზენაესი გამოგეხმაურებათ და დალოცავს თქვენი ჭეშმარიტების გზას მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მას იპოვით თქვენს სულებში.
................................
- უზენაესს მოსწონს როდესაც ჭეშმარიტების გზაზე მავალი აკეთებს სიკეთეს, მაგალითად შეაკეთებს ხოლმე გზებს და ხიდებს,წმენდს და მოაწყობს წყაროებს, გზების გასწვრივ რგავს ხეებს და აგებს მიზგითებს.
- ჭეშმარიტების გზაზე მავალმა უნდა მოინახულოს ხოლმე ავადმყოფები, ლოგინად ჩავარდნილები. ის უნდა დაინტერესდეს იმით თუ რა სჭირდებათ მოხუცებს, ობლებს, სუსტებს,უძლურებს. ის უნდა დაეხმაროს ხოლმე მათ.
- ჭეშმარიტების გზაზე მავალმა უნდა შეარიგოს წაჩხუბებული ადამიანები, წაჩხუბებული მეუღლეები,დედა უნდა დაუბრუნოს თავის შვილებს. ჭეშმარიტების გზაზე მავალმა უნდა აღადგინოს ოჯახებიც.
- ჭეშმარიტების მაძიებელი არ ეძებს თავისთვის სამოთხეს დედამიწაზე. ჭეშმარიტების გზაზე მავალისთვის ბედნიერება იქნებოდა დედამიწის ქცევა სამოთხედ სხვებისთვის.
- ამიტომ ჭეშმარიტების გზაზე მავალები უნდა უფრთხილდებოდნენ, ამშვენებდნენ, ეფერებოდნენ დედამიწას და ყველაფერს რაც არის მათ ირვლივ.
- ჭეშმარიტების გზაზე მავალმა თავის შემდეგ უნდა დატოვოს კეთილი,კაშკაშა კვალი, მაგალითი ყველა ადამიანისთვის.
- ჭეშმარიტების გზაზე მავალმა,უზენაესი ღმერთის და ყველა ადამიანის სიყვარულით ალმოდებულმა ადამიანმა უნდა აჩვენოს ადამიანის ნამდვილი დანიშნულება დედამიწაზე.
- მეტი დრო გაატარეთ ლოცვაში და ღმერთისადმი თხოვნაში.
- უზენაესმა ღმერთმა შეგქმნათ ჯანმრთელი, მდიდარი, ძლიერი და თქვენც გამოიჩინეთ დიდსულოვნება...
................................
- იყავით გულმოწყალენი ობლების,მოხუცების,ავადმყოფების,სუსტების და უძლურების მიმართ. უზენაესმა ღმერთმა თქვენ შეგქმნათ უფრო ჯანმრთელები,უფრო მდიდრები და უფრო ძლიერები და თქვენც გამოიჩინეთ გულმოწყალებადა გულუხვობა.
- გახსოვდეთ წინასწარმეტყველის სუნა რომ მარხვას და ლოცვას ადამიანი მიჰყავს სამოთხის კარამდე,მაგრამ ამ კარს თქვენს წინაშე აღებს თქვენი გულუხვობა და მოწყალება,
- დიდსულოვნება. გულუხვობა,მოწყალება ბრმასაც და გზაარეულსაც დააყენებს ჭეშმარიტების გზაზე...
0 კომენტარი:
Post a Comment