დღეს მქონდა პატივი გამეცნო თურქეთში დაბადებული ქართველი საზოგადო მოღვაწე ორჰან ბერიძე. იგი სტამბოლში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ორჰან ბერიძე ქართული ენის პედაგოგია და "ჩვენებურებს" ქართულ ენას ასწავლის. განსაკუთრებით არის შეყვარებული ქართულ ვეფხისტყაოსანსა და "დედა ენაზე", რომელიც თარგმნა კიდეც თურქულად, რათა ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონოდათ უკეთ აეთვისებინათ მშობლიური ენა. 2004 წელს სტამბულში დაარსა "თურქეთთან მეგობრობის ასოციაცია", რომლის მთავარი საზრუნავიც არის საქართველოსა და თურქეთს შორის კავშირების გამყარება და განვითარება.
გაოცებული დავრჩი მისი ქართული ცნობიერებით, მისი იდეებითა და სამშობლოსადმი სიყვარულით. საუბრის ბოლოს შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე, რადგან ჩვენი თანამემამულეებისთვის ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ბატონმა ორჰან ბერიძემ გადმომიგზავნა მისი საჯარო გამოსვლების ტექსტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ვდებ აქ, რათა თავად შეაფასოთ და მიიღოთ ის დიდი ემოცია, რაც გამოიწვია ჩემში ამ დიდი ადამიანის, "ჩვენებურის" აღმოჩენამ.
***
„მაშ, ვცნოთ, რომ ერთი ვართ,
ერთი მამის შვილთა-შვილი,
საქართველოს შვილები ვართ,
ერთ ძუძუზე გამოზრდილი.„
ნება მომეცით ყველა
მაყურებლებს მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე.
მე ვარ ორჰან
ბერიძე, თურქეთში მცხოვრები ადგილობრივი ჩვენებური ქართველი. იმედია, უცხოელივით არ
მომექცევით. ეს ასე, ნახევრად ხუმრობით.
ქართული ჩემი
დედა ენაა, საუბარი ისე კარგად არ ვიცი, როგორც მინდა რომ ვიცოდე. წერა-კითხვა
ვისწავლე სტამბოლის ქართულ ასოციაციაში, ახლა კი ქართულ ენას შეძლებისდაგვარად ჩვენებურებს სიამოვნებით ვასწავლი , მაგრამ საუბარს
კარგად ვერ ვახერხებ
მადლობას
ვუხდი ასეთი საჭირბოროტო და აქტუალური თემების შემცველ გადაცემას ხელმძღვანელებს, ასევე ტვ 25ტელევიზიას,.......და ყველა მაყურებლებს.
მე
დავიბადე თურქეთში ქ.გირესუნში. 25 წლის შემდეგ წავედი სტამბულში და ვცხოვრობ სტამბულში.
საქართველო ჩემი გულია. ჩემი დედა თურქი იყო, ხოლო მამა
ორიგინალური ქართველი იყო. გეტყვით, რატომ იყო ორიგინალი ქართველი. მამამ თურქული საერთოდ
არ იცოდა, მისთვის უცხო ენა იყო თურქული. მხოლოდ 15 წლის ასაკში უსწავლია და სიცოცხლის
ბოლომდე ცუდი კიოლით საუბრობდა თურქულად. სამაგიეროდ, როცა ქართულად იტყოდა რამეს,
მის მოსმენას არაფერი სჯობდა. მაშინ ჩემთვის ქართული და საქართველო არაფერს არ მეუბნებოდა.
მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი ქართულად. მამა ქართველობის შესახებ ყველაფერ მიყვებოდა,
მეუბნებოდა, რომ ყველა ქართველი ჩვენი ნათესავიაო, ქართულია ჩვენი მშობლიური
ენაო. სამწუხაროდ, 1994 წელს მამა გარდაიცვალა.
2004 წელს დავარსეთ
ქართულ ასოციაციას.ზოგები
ქართველები აქაური კილოით საუბრობენ ქართულად, მაგრამ უმეტესობამ არ ვიცოდით ქართული.
ვიპოვეთ ერთი მასწავლებელი და ვისწავლოთ, ვნახოთ როგორია ეს ჩვენი
ქართული ენაო. ასე მობრძანდა ჩვენთან ქალბატონი მანანა გურგენიძე, რომელმაც გვასწავლა
ჩვენი მშობლიური ენა, აი-ია. ჩემმა მეგობრებმა სწავლა დატოვეს, მაგრამ მე გავაგრძელე,
და ბოლოს ისე ვისწავლე, 3 წელი გაკვეთილები მე ჩავატარე. ბედნიერი ვარ, რომ ბევრს ვასწავლე
ქართული, თუმცა მათგან ერთი ლარის ფული არ ამიღია საფასურად. ამ საქმეს წმინდად ვუყურებ, როგორ
შეიძლება ადამიანს საკუთარი ენა ასწავლო და ფული გამორთვა?!
ჩვენს მასწავლებელს,
ქალბატონ მანანა გურგენიძეს, დიდი შრომა აქვს გაწეული. ქალბატონმა მანანამ თურქეთელი
ქართველებისთვის, ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, მოამზადა გრამატიკული სქემები,
სასაუბრო დიალოგები და საკითხავი ტექსტები. ის
დღესაც აგრძელებს ქართული ენის მასწავლებლად, მოხალისედ მუშაობას ქართული კულტურის
ცენტრში.
გაკვეთილზე რომ ვნახე ჩვენი ასო-ბგერები,
ძალიან უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ სითბოს ვგრძნობდი
ამ ბგერებიდან. ძალიან ჭკვიანად ვუყურებდი ასო-ბგერების სწავლას და შევიყვარე. ჩუმ-ჩუმად წინასწარ ვსწავლობდი
ხოლმე გაკვეთილებს და ხანდახან მიბრაზდებოდა მასწავლებელმა, რომ ძალიან გაუსწრებ მეგობრებსო.
ერთხელ სახლში მოვედი, გავაღე დედა-ენა და მომავალი
გაკვეთილი იყო ხ. მარტო ვიყავი და ხმამაღლა დავიწყე კითხვა თ-თ-თ-ოხ-ი და რომ გავიაზრე ეს სიტყვა, გამატირა,
ცრემლები წამომივიდა. გულჩვილი ადამიანი არა ვარ. მამა რო წავიდა, მაშინაც კი არ მიტირია,
მაგრამ თოხ სიტყვამ გამატირა, რადგან ჩემი წინაპარი გამახსენდა. ჩვენი უფროს თაობა
აჭარული კილოთი ამბობდა ხოლმე - თოხი ამეიტაიო და ეს გამახსენდა.
ერთხელ
შუა ღამე იყო, დაწოლილ ვიყავი და მეძინა, სიზმარშიც კი გაკვეთილს ვმუშაობდი და ერთი
სიტყვა ვერ გავიხსენე, იმდენად გავწვალდი, რომ გამეღვიძა, ავდექი ლოგინიდან, მოვედი
მეორე ოთახში, წიგნში ვნახე ეს სიტყვა და ისევ დავწექი, როდესაც ჩამეძინა სადაც შევწყვიტე,
ზუსტად იქიდან გააგრძელა სიზმარი.
ბედნიერი
კაცი ვარ, რომ დედა-ენა ვთარგმნე თურქულ ენაზე.
"დედა-ენა" საქართველოს ბავშვებისთვისაა მომზადებული და მე აქაურებისთვის
ქართული სიტყვები დავწერე ლათინური ბგერებით, რომ ადვილი წასაკითხი ყოფილიყო. ისე მაგრად
ვასწავლი, რომ პირველივე გაკვეთილზე კომპიუტერზე წერს ჩემმა მოსწავლემ "აი-ია".
კიდევ ერთხელავედი მამას საფლავზე და ასე მეგონა
პირადად ველაპარაკე, რადგან ქართულად ველაპარაკებოდი. ვუთხარი: მამა, შენ რომ ბავშვობისას
ქართულად საუბრობდი ბიძაებთან, მაშინ არაფერ მესმოდა, ახლა მე კითხვაც ვიცი და წერაც,
ლაპარაკიც გამართულად შემიძლია. ვუთხარი: ბაბუებო, მამა, ერთი საათით ადექით, ქართულად
ვისაუბროთ, და მერე ერთად დავწვეთ საფლავში-მეთქი. მინდა ყველას მადლობა მოვუხადო,
ვინც ქართულად მესაუბრება. ამდენად საუბარი დაუსწრებელი სწავლით ვისწავლე.
სადაც
კი სიტყვის თქმა მიწევს ტელევიზორებში, ბევრი კონფერენციებში და სხვ. ყველგან ხმამაღლა
ვამბობ, რომ მე ვარ ქართველი. ჩემი ქართველობის გამო ყველა პატივს მცემს და მიხარია.
ჩემს ბავშვობაში საქართველო არ თქვა, რუსეთი ამბობდნენ და სარფის იქეთა მხარზე ძალიან
ცუდ რაღაცეებ ვიცოდით, ამბობდნენ - მსოფლიოში რაც კი ცუდია, იქითააო. ალბათ მანდეთ
პირიქით ამბობდნენ თურქეთზე.
საბედნიეროდ, დღეს ასე აღარაა, ჩვენ ძმები ვართ. ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო. ქართველობა ჩვენი ქოლგაა, რელიგიები, კუთხეები, ფერები, კულტურები და სხვ. ეს ყველაფერი ქართველობის მერე მოვა.
საბედნიეროდ, დღეს ასე აღარაა, ჩვენ ძმები ვართ. ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო. ქართველობა ჩვენი ქოლგაა, რელიგიები, კუთხეები, ფერები, კულტურები და სხვ. ეს ყველაფერი ქართველობის მერე მოვა.
შარშან
ჩემი შვილი მყავდა საქართველოში და მეჩეთში მივიყვანე, ეს ჩვენი სამლოცველოა-მეთქი
და მერე ეკლესიაში წავიყვანე ბიჭს და ეს ჩვენი ძმების რელიგიაა-მეთქი, ვუთხარი. არ
აქვს მნიშვნელობა, თუ სად ვცხოვრობთ, ჩვენ ძმები ვართ, რადგან ქართველები გვქვია. თურქეთის
ქართველი, საქართველოს ქართველი, ირანის ქართველი და სხვ. არ აქვს მნიშვნელობა ქართველი
ქართველია.
ძალიან გვახარებს ისიც, რომ საქართველო
ჩვენი ამჟამინდელი სამშობლოს - თურქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა.
გვჯერა, რომ კავშირები საქართველოსა
და თურქეთს და მსოფლიოში მცხოვრებ ქართულ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება
და მსგავსი გადაცემებები თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.
ჩვენ თურქეთში მცხოვრები ქართველები, საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები, ნათესავები ვართ.
ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი!
თურქეთში მცხოვრები ადგილობრივი ჩვენებური ქართველები ძველი აჭარული კილოთი საუბრობენ, წერა-კითხვა არ იციან.
მართალია, ბოლო წლებში ბევრმა ადამიანმა ისწავლა ქართული, მაგრამ ყველას, სწავლისთვის ქართული ენის
შემსწავლელი კურსები სჭირდება.
შარშან, თურქეთის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ,
რომლის მიხედვითაც, სურვილის შემთხვევაში, სკოლებში შესაძლებელი გახდება ქართული ენის სწავლება.
ამისათვის
საჭიროა 10 მოსწავლის განაცხადის შეტანა.
ჩვენ თურქეთში მცხოვრებმა ადგილობრივმა ჩვენებურმა ქართველებმა ამ თემაზე უნდა ვიმუშაოთ, უფრო მეტად ქართულ უბნებში 10-მოსწავლიანი ჯგუფები უნდა დავაარსოთ.
საქართველოს
განათლების სამინისტროც გაკვეთილების პროგრამების
შექმნაზე უნდა დაგვეხმაროს.
ასე, ყველა
თურქეთში მცხოვრები ადგილობრივი ჩვენებური ქართველები ისწავლის დედაენას და არ დაიკარგება ქართული ენა.
დღეს რამდენიმე ათი წლის წინ საქართველოდან წამოსული
ქართველი ემიგრანტები
მშობლიურ ენას კარგავენ, ჩვენ კი 1,5 საუკუნამდე
დედასამშობლოს მოწყვეტილი
ვცხოვრობდით და ქართული არ დაგვვიწყებია.
ამის გამო წინაპრებისაგან დავალებულები ვართ. ქართული
ენის ჩვენი შვილებისათვის შესანარჩუნებლად, ასეთი და მსგავსი გადაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოდან თურქეთში ჩამოსული ახალი
ემიგრანტებისთვის თურქული კურსების დაარსებას
დიდი მნიშვნელობა აქვს. უცხოეთში უენოდ ცხოვრება და მუშაობა ძალიან ძნელია და პრობლემებს ქმნის.
თურქეთის პარლამენტში რამდენიმე წლის წინ, კიდევ ერთი საინტერესო კანონი მიიღეს, კერძოდ ის სახელმწიფო მოხელეები რომლებიც უცხო ენაში
სახელმწიფო გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასს მოუმატებენ. ამ ენათა სიაში ქართულიც შევიდა.
ესეც დამატებითი
მოტივაციაა ქართული ენის შესასწავლად.
თურქეთში მცხოვრები ადგილობრივი ჩვენებური ქართველები თურქეთში უმცირესობა არა ვართ.
ჩვენ
ვართ თურქეთში მცხოვრები ადგილობრივი ჩვენებური ქართველები. თურქეთი ჩვენი სამშობლოა, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ. გვინდა, რომ არ დაიკარგოს ჩვენი ენა და კულტურა. ჩვენი ბავშვები თურქულის გარდა ქართულსაც უნდა სწავლობდნენ.
ჩვენ, თურქეთის ქართველები, ახლანდელი სამშობლოს -თურქეთისთვის და მშობლიური სამშობლოს - საქართველოსთვის, ისტორიის წინაშე პასუხმგებლები ვართ.
ორი ქვეყნის მეგობრობისათვის მეგობრობის ხიდივით უნდა
დავდგეთ.
ისტორიულად
ცნობილია, რომ ბევრი ქართველი წასულა ემიგრამტად სხვა ქვეყნებში. დღეს მსოფლიოს 37 ქვეყანაში ცხოვრობენ ქართველები - თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ირანსა და სხვ.
რაც შეეხება თურქეთს, ჩემი
აზრით 4-5-6 მილიონი ქართველი ცხოვრობს. ეს
რიცხვები იმიტომ ვთქვი, რომ ბევრი მათგანი სხვა ერის ადამიანებზე დაქორწინდნენ. ზოგის
ბებია ქართველია, ზოგის ბაბუა, ზოგი დედის მხრიდან არის ქართველი და ზოგიც, მამის მხრიდან.
მაგალითად, მე დედა თურქი მყავს,
მამა კი - ქართველი. ბაბუას ბაბუა
გადმოსულა საქართველოდან.
თურქეთში მოსახლეობის აღწერა, ოფიციალურად, რომ არ
ხდება, ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ძნელია. ზუსტად არ ვიცით რამდენი
ქართველი ცხოვრობს
ქვეყანაში.
ხშირად მეკითხებიან ამ საკითხთან
დაკავშირებით და ამიტომ, მსურს
მაყურებელსაც ვუთხრა,
რომ თურქეთში
ის ქართელები, ვისაც, ცოტად-თუ ბევრად
ქართულად საუბარი
შეუძლია, დაახლოებით
1-1,5 მილიონი
ადამიანია.
თურქეთის 2/3 (ორი მესამედი) ტერიტორიაზე, 65 ის მეტი ქალაქში ცხოვრობენ მუჰაჯირი ქართველები.
მაშინდელმა, ოსმალეთის მმართველმა,
მეფე აბდულჰამითმა, ამ მუჰაჯირ ქართველებს, ძალიან დიდი დახმარება გაუწია. მაგალითად,
ახლანდელი სტამბოლის ცენტრში არსებულ გალათას
ხიდზე, გადასახადი დაუწესებია, რომ საქართველოდან
ჩამოსულ მუჰაჯირებს დახმარებოდნენ.
ოსმალეთის არქივებში, ბევრი
მსგავსი დოკუმენტი არსებობს.
ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დავიბადეთ და სხვადასხვა კულტურების
წიაღში გავიზარდეთ და სხვადასხვა მენტალიტეტის მატარებლები ვართ. ესეც ნორმალურია.
რას გეუბნებით; ჩვენ, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად ტოლერანტული უნდა ვიყოთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ.
მაგალითად; პოლიტიკურად, მე პირადად ყველა პარტიებისაგან შორსა ვარ და ყველას პატივს ვცემ. საქართველოს პოლიტიკაზე მსჯელობა საქართველოს
მოქალაქეების უფლებაა.
თურქეთში
მცხოვრები
ქართველები მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ქართველ და-ძმებთან ერთად გვახარებს
მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები.
რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ძალიან იმედიანად ვართ, რომ საქართველო
საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, დიდად გვახარებს
ბოლო წლებში საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრები
ქართველი თანამემამულეების თურქეთში მცხოვრები ადგილობრივ ჩვენებურ ქართველებთან ურთიერთობა.
გვსურს ჩვენი გარკვეული წვლილი
შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.
ჩვენ ვართ ერთი ოჯახი!
ასევე გვსურს, საქართველო ეკონომიკურად,
დემოკრატიურად გაძლიერდეს. შვეიცარიასავით, მსოფლიოს ფინანსური ცენტრი იყოს საქართველოც.
საქართველო-თურქეთს
შორის სავიზო რეჟიმი არ არსებობს. თურქეთის მოქალაქეობის პირადი მოწმობით წასვლა, მხოლოდ
საქართველოში არის შესაძლებელი. პირადი მოწმობით, უვიზოდ, შესაძლებელია საქართველოში
3 თვე დარჩე ტურისტულად. სხვა ქვეყნებთან ასეთი კანონი არ გავქვს.
ტურისტული კვლევების მიხედვით,
საქართველოდან თურქეთში შემოსულთა რაოდენობა 25%-ია. ეს ხალხი მხოლოდ ტურისტები
არ არიან,
ბევრი მათგანი
სამუშაოდ ჩამოდის
აქამდე.
ეს ადამიანები, არალეგალურად მუშაობდნენ.
შარშან კი თურქეთის მთავრობამ
კანონი მიიღო
და ახლა უკვე, ოფიციალურად
ცხოვრებისა და მუშაობის უფლება
აქვთ, ქართველების
მუშაობა თურქეთში
გაადვილდა.
სტამბოლში ისეთი ქუჩებიც
არსებობს, სადაც
სულ ქართულად
საუბრობენ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, აქსარაი
და ლალელი.
ძალიან ბევრი ქართველი
ქალბატონი მუშაობს
თურქეთში, ძალიან
წესიერი ადამიანები
არიან და ძალიან პატიოსნად
მუშაობენ.
ქართველი ქალბატონებზე "ნატაშას"
კულტურა, ანუ არაპატიოსანი ცხოვრების
წესი, არ ვრცელდება.
მაგალითად, ქართველი რძლისათვის
დედამთილ-მამათილისა
და დედ-მამის პატივისცემა
და მოვლა
ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ,
სახლში დამხმარედ
სამუშაოდ, ქართველ
ქალბატონებს არჩევენ,
რადგან სანდოებად მიაჩნიათ.
ბევრი თურქი ბიზნესმენი საქართველოში მუშაობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ
საქართველო და თურქეთი ახლო და მეგობარი
ქვეყნებია.
ეს მეგობრული
ურთიერთობა, ჩვენს მტრებს არ მოსწონთ.
განსაკუთრებით, კი მათ ხელმძღვანელებს.
მაგალითად, საქართველოში, სოციალურ ქსელებში, ზოგიერთები, რუკებს აზიარებენ,
სადაც ამბობენ,
რომ გირესუნამდე
ჩვენი ტერიტორია იყოო.
ზოგიერთები,
თურქეთშიც აზიარებენ
ასეთ რუკებს,
თითქოს აჭარა
და ბათუმი, თურქეთის
ფარგლებში რჩება, თითქოს ბათუმი, თურქეთის მიწა-წყალია. 1920 წ. ბათუმი თურქეთის
შემადგენლობაში რომ ყოფილა, ამის გამო თვლიან ასე. ეს არასწორია.
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.
ბათუმი საქართველოს
მიწა-წყალია.
ართვინი თურქეთის
ქალაქია.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, ამ საკითხის შესახებ: ამ ხალხს
ორ ჯგუფად
ვყოფ. პირველი - ეს ის ხალხია,
ვისაც თურქეთსა
და საქართველოს
შორის მშვიდობა
არ სურს. ასეთები ნებისმიერ
დროს იქნებიან.
მათ არაფერს
ვეუბნები, მაინც
არ დაგვიჯერებენ.
მეორე ნაწილი - ამას ზოგი კეთილი სურვილებით
იზიარებს. მაგალითად,
მე თურქეთში ვიცნობ ძალიან ბევრ ჩვენებურს, ვინც საქართველოს სინონიმებად
ამბობს, ბათუმს
და აჭარას,
მათთვის ბათუმი
და აჭარა,
მთლიანად საქართველოს
სინონიმებია.
ალბათ, როცა ბათუმს, ან აჭარას ამბობენ,
გულისხმობენ საქართველოს.
იქიდან არიან წარმოშობით
მათი ბებია-ბაბუები, იმიტომ
ასოცირდება მათთვის
ბათუმი და აჭარა
საქართველოსთან, მაგრამ ამას საქართველოში ზოგიერთი
ცუდად გებულობს ან ზოგი თარჯიმანი ცუდად თარგმნის.
თითქოს, ბათუმსა და აჭარას, აქ ცალკე, საქართველოსგან მოწყვეტილად
ახსენებნენ. თითქოს, ბათუმი და აჭარა
საქართველო არააო.
მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო
იმისკენ, თუ რა ხდება ქართულ
მედიაში. ძირითადად, თურქეთში ენა არ იციან, ძალიან
ცოტამ თუ იცის ქართული, ვინც თვალ-ყურს ადევნებს იქაურ
ამბებს.
საქართველოშიც, ცოტა ადამიანმა იცის თურქული. ბოლო წლებში, მართალია,
ბევრმა ისწავლა,
მაგრამ მაინც
ცოტა ადამინმა
იცის. მე მთარგმნელი ვარ, თარგმანის ხარისხის გამოც ერთმანეთის
ცუდად ესმით, ხანდახან.
შეიძლება წინადადება
არ შეცვლოს
მთარგმნელმა, მაგრამ შინაარსის შეცვლა შეუძლია.
ეს ძალიან
მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით, თურქეთის მოქალაქე
ქართველები ასეთ თემებს
უფრო ფაქიზად
უნდა მოეკიდონ, მაგრამ სახელწიფომაც რეგიონში
მშვიდობის შესანარჩუნებლად, უფრო მეტად უნდა იზრუნოს.
სხვა თემის
მაგალითზე მინდა
აგიხსნათ. აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე;
საქართველოს ეს რეგიონები,
სეპარატისტულად აცხადებენ
დამოუკიდებლობას. რუსეთი
ამათ ცნობს,
ჯარები იქ არის და ა.შ.
საქართველოს სახელწიფო კი აცხადებს, ესენი
ჩემი ავტონომიური
რესბუპლიკებიაო. ხანდახან, თურქეთში, სხვადასხვა ღონისძიებაზე მათ ჯგუფებს ოფიციალურად პატიჟებენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების წარმომადგენლებს. მაგალითად, შარშან 23 აპრილს
ასე მოხდა საბავშვო დღესასწაულზე.
სოციალურ ქსელებში, რა თქმა უნდა, კამათი
იწყება - აფხაზეთი თავისუფალი
ქვეყანა არ არისო, სხვა ქვეყნის პასპორტით
მოდის, მაშინ,
საქართველოს პასპორტით
უნდა მოვიდესო.
ჩემი აზრით, ეს უცნაური მსჯელობებია. თურქეთმა ჯგუფები, რა თქმა უნდა, უნდა დაპატიჟოს. აფხაზები და ოსები
ჩვენი ძმები
არიან. აქ, სახელმწიფოს დიდი პასუხისმგებლობა აქვს. მან ოქროს შუალედი უნდა იპოვოს.
დიპლომატიური შუა გზა, რომ არცერთი
მხარე არ განაწყენდეს, რადგან
თურქეთს ასეთი
მიდგომა არ აქვს, რომ საქართველოს მხარს
ვუჭერ და აფხაზებს - არა.
ან აფხაზები მიყვარს,
ქართველები-არა. კავკასიაში ესენი
მიყვარს, ისინი
კი - არა. ასეთი დამოკიდებულება არ აქვს თურქეთს,
რადგან კავკასიის
ყველა ხალხს
ნათესავი ჰყავს
თურქეთში, და-ძმები ჰყავს,
ახლობლები.
თურქეთმა, საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას
პატივი უნდა სცეს .
რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა
უნდა გვქონდეს.
თურქეთი მშვიდობის
მოყვარე ქვეყნის
როლში უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანია ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობა.
თავისუფალი და ფეხზე
დამდგარი საქართველო,
თურქეთისათვის ძალიან
მნიშვნელოვანია.
რუსეთის მთავრობამაც უნდა ჯარები
გაიყვანოს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან. აფხაზეთიდან
და სამაჩაბლოდან დევნილი
ჩვენი და-ძმები უკან უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
გვინდა მშვიდობა იყოს საქართველოში და მთელ კავკასიაში! ყველა ადამიანი მშვიდობიანად ცხორობდეს
თავის სამშობლოში!
სხვა თემაზეც მსურს
ჩემი აზრი გაგიზიაროთ;
თურქეთში მცხოვრებ ყველა
რელიგიის ადამიანს
თანადგომას ვუცხადებთ...
ჩვენ პატივს
ვცემთ თითოეული
ადამიანის აღმსარებლობას.
ისტორია მეტყველებს თუ რაოდენ ხელს უწყობს ხალხთა
ურთიერთობებს სინაგოგის,
მეჩეთის და ეკლესიის გვერდიგვერდ აშენება.
თურქეთში, ყოველ წელს, საქართველოდან ბევრი ადამიანი
ჩამოდის. ესენი განსაკუთრებით, სტამბოლში
ჩამოდიან. ამ ადამიანთა,
უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია
.
მათთვის სამლოცველოს დაარსება
შესაძლებელია. სტამბოლში
მცხოვრებ ქართველ
მართლმადიდებელ ემიგრანტებს
არ აქვთ შესაძლებლობა ქართულ
ენაზე მოისმინონ
წირვა–ლოცვა.
ჩვენ მრავალფეროვანი, მდიდარი
კულტურის მქონე
ქვეყანა ვართ. ჩვენ ამ საკითხში მათ უნდა დავეხმაროთ.
ეს საკითხი, ორი ქვეყანას ურთიერთობაში, ამ რეგიონში მშვიდობისა და მსოფლიო
მშვიდობისათვის,ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოშიც,
ჩვენი ერთმორწმუნე მუსლიმი ძმების დახმარებასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ საქართველოს რელიგიური პრობლემები, საქართველომ
უნდა მოაგვაროსო. ვეთანხმები!
ეს სწორია, ასე უნდა იყოს, მაგრამ თუ რელიგიური დახმარებაა საჭირო, ესეც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ინფორმირებით უნდა
მოხდეს, რადგან
რელიგიური თემები განსაკუთრებულად ფაქიზი თემებია და დიდი სიფრთხილით უნდა გადაწყდეს.
ქართველები, ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ვითვლებოდით
და ასეა დღესაც. ჩვენში ხომ ქართული სისხლი და გენია, საქართველოს სიყვარულს ყოველთვის გულით ვატარებთ.
მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ პატარა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული
ხალხის შვილი ვარ.
ქართველობა ჩვენი ქოლგაა!
მე ძალიან მიყვარს და ვპატივს ვცემ ვეფხისტყაოსანს.
მე ვარ რუსთაველის გამაცოცხლებელი თურქეთში.
რამდენიმე თურქულ არხზე და კონფერენციებში ავუხსენი
რას ნიშნავს ვეფხისტყაოსანი და თურქეთის მთავრობას მივმართე, რომ დიდებული
„ვეფხისტყაოსანი“ ყველა ქართველის სიამაყეა, ეს ნაწარმოები მსოფლიო შედევრია.
„ვეფხისტყაოსანი“
უამრავ ენაზეა თარგმნილი.
თურქეთის
მთავრობას მინდა ვთხოვო, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტს რუსთაველის სახელი მიანიჭოს და გაიხსნას
„ვეფხისტყაოსნის“ შემსწავლელი კათედრა.
საქართველოს
მთავრობასაც მსოფლიოში სადაც ადგილობრივად ქართველები ცხოვრობენ იქ უნივერსიტეტებში
რუსთაველის სახელით ''ვეფხისტყაოსნის'' კათედრის გახსნა უნდა ითხოვონ.
კიდევ მივმართე
რამდენიმეჯერ თურქეთის ტელევიზიებს თხოვნით, რათა ქართული სერიალები მასიურად ჩართონ
სატელევიზიო გადაცემაში.
ჩემი აზრით, ასეთი და მსგავსი ორგანიზაციები, არასამთავრო ორგანიზაციები მეტად უნდა დაინტერესდნენ, რადგან სახელმწიფო, ოფიციალურად გარკვეულ დონემდე აგვარებს პრობლემებს, არასამთავრო ორგანიზაციები კი, უფრო მარტივად
შეძლებენ
ამას.
მათ უფრო მეტად მეგობრული ურთიერთობებისათვის და საქმეებისათვის უნდა იმუშაონ.
მე ვფიქრობ,
ასე უფრო გაძლიერდება კარგი ურთიერთობები.
ძალა ერთობაშია!
თუ ნებას მომცემთ მინდა წვიკითხო ვეფხისტყაოსნიდან რამდენიმე კუპლეტი და ფრიდონ ხალვაშის მემლექეთი და დავამთავრო ჩემი გამოსლას.
გაუმარჯოს დედასამშობლოს! მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ვართ! და ვისაც ქართველობა რცხვენია, ვაი იმას! ვინც საქართველოს ებრძვის, არც კი იცის, რომ დამარცხებულია!
გაუმარჯოს, ჩვენს ჯიშს, განსაკუთრებულ მოდგმას, გაუმარჯოს ჩვენს დედასავით საყვარელ დედასამშობლოს!!!
გაუმარჯოს, ჩვენს ჯიშს, განსაკუთრებულ მოდგმას, გაუმარჯოს ჩვენს დედასავით საყვარელ დედასამშობლოს!!!
ბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით გესალმებით ყველას და გისურვებთ
დიდ წარმატებებს
გისურვებთ!
***
უყურეთ ვიდეოებს:
0 კომენტარი:
Post a Comment