თარხან ბათირაშვილი

თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი, ქისტი ჯიჰადისტი და ჭეიშ -ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის ლიდერი იბრძვის სირიის სამოქალაქო ომში. იგი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა.  ბათირაშვილს ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა. თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ქართულ არმიას შეუერთდა. იგი მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მას აქვს მონაწილეობა მიღებული ჩეჩნეთის პირველ ომშიჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ. 

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის „რეინჯერთა“ ბატალიონის ყოფილი მეთაური მაიორი ლევან ამირიძე, რომელსაც დაზვერვის დანაყოფში მასთან ერთად მოუწია სამხედრო ამოცანების შესრულება ასე ახასიათებს მას:
„...წარმატებული, კეთილსინდისიერი ჯარისკაცი იყო. სერჟანტი იყო და მსახურობდა
ოფიცრის თანამდებობაზე, კაპიტნის თანამდებობაზე იყო. რა ვიცი, ამ ქვეყნისთვის (საქართველოსთვის) გულანთებული ბიჭი იყო. სხვათა შორის, 2008 წლის ომში ღებულობდა მონაწილეობას და საკმაოდ კარგად ართმევდა თავის ფუნქციონალურ მოვალეობებს თავს. მერე მოხდა ისე, რომ რაღაც შეუთითხნეს საქმე, თითქოს იარაღის უკანონო შეძენას და პანკისის ხეობიდან მათ ვიღაც „ბოევიკებისა“ და ჩეჩნური დაჯგუფებებისათვის გადაცემას აწარმოებდა“. (სტატია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე)
2012 წ. 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, თარხან ბათირაშვილისთვის სამხედრო სამსხურში ყველა გზა მოჭრილი აღმოჩნდა, რამაც ალბათ განსაზღვრა მისი არჩევანი. იგი დათანხმდა და ჩაერთო სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ წარმოებულ "საღვთო ომში". თარხანი იქ მალე დაწინაურდა და ერთ-ერთი დიდი დაჯგუფების ლიდერიც გახდა. აქ მიმდინარე მოვლენებსა და კავკასიელ მებრძოლებზე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიაში. ასევე უყუროთ ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოს: 





Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment