ჩეჩნური ხალხური რეწვის ნიმუშები

ჩეჩნური ხალხური რეწვის ნიმუშები გაჩნდა რამდენიმე ათასწლეულის წინ. ძვ.წ. აღ. მეოთხე ათასწლეულიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე ნახური წარმომავლობის ხალხების განსახლების არეალში რამდენიმე გენეტიკურად დაკავშირებული არქეოლოგიური კულტურა ენაცვლებოდა ერთმანეთს. ამ კულტურებმა დატოვეს მდიდარი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ადასტურებს  ჩრდილოკავკასიური საბრძოლო იარაღის, შრომის იარაღისა და კერამიკის წარმოების უპრეცედენტოდ მაღალ დონეს ახალი ქვის ხანიდან მოყოლებული.

კავკასიის სხვადასხვა დასახლებებში ნეოლითური ხანის გათხრებმა გამოავლინა მდიდარი მეზოლითური კაჟიანი იარაღები - ბირთვები, საფხეკები, საჭრისები და დანისპირები; გეომეტრიული ხელსაწყოები - სეგმენტები, ტრაპეციები, მართკუთხედები; ორივე მხრიდან დამუშავებული ცულები და უხეში ნეოლითური ისრის ბუნიკები.

ჩრდილო კავკასიის ცენტრალური ნაწილის გვიანი ნეოლითური დასახლებების შესწავლამ გამოავლინა მრავალფეროვანი ნაწარმი - თიხის ჭურჭელი, გაფისული ქვა, კაჟისა და ქვის იარაღები, და სუსტად გამომწვარი თიხის ფრაგმენტები. კაჟიანი იარაღებიდან ძირითადად წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჩიჩქნები, ბასრი ქვის ფილები და დანის მსგავსი ქვის ფილები, რომლებიც შესაძლოა ჩასმული ყოფილიყო ნამგლებში. ასევე, აღმოჩ
ნდა კაჟის ისრის ბუნიკი და ქვის კვერთხის ნახევარი. ქვის იარაღები მოიცავდა გაპრიალებულ მომრგვალებულ ცულებს, საჭრისებს, სახეხებს, როდინის ქვებს და სალეს ქვებს.

დაბალი ხარისხის თიხის ჭურჭელი კეთდებოდა ხელით და იწვებოდა სუსტად. არ იყო ორნამენტებით გაფორმებული. მხოლოდ, ზოგიერთს აქვს დახაზული სალტე ან ჰორიზონტალური რელიეფის შვერილი ზედა კიდის გარშემო. ანთროპომორფული თიხის ფიგურა, რომელიც დაკავშირებულია ნიადაგის დამუშავების კულტთან,  ასევე იქნა ამოღებული დასახლებიდან. სამეურნეო იარაღების (მარცვლეულის საფქვავები, სახეხელები და როდინის ქვები) არსებობა ადასტურებს მიწათმოქმედების ჩასახვას ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ქვის ხანაში.

სამარხში აღმოჩენილია ქვის საფხეკები, ქვის ფილები, ჭურჭლის ზედა ნაწილები, ქვის სამაჯურები, ირმის ეშვებისგან გაკეთებული კულონები და ხარის საჭრელი კბილები, სხვადასხვა ფორმის მძივები. პატარა სპილენძის ბეჭედი, რომელიც აღმოჩნდა ერთ-ერთ სამარხში არის ჩრდილოეთ კავკასიაში დღემდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი მეტალი.

ენეოლითის აღმოჩენები იწვევს დიდ ინტერესს. ყორღანულმა სამარხმა სოფელ ბამუთთამ ახლოს დასავლეთ ჩეჩნეთში გამოავლინა პატარა მძივები, რომელიც მიმოფანტული იყო მთელს სამარხში და პატარა კაჟის ქვის ფილები კუთხეების გასწვრივ. დანის მსგავსი კაჟის ქვის ფილა და მომრგვალებული მერგელის გულსაკიდი იქნა ამოღებული გროზნოს სიახლოვეს მდებარე სამარხიდან.

კერამიკამ და მეტალის წარმოებამ მიაღწია მაღალ დონეს მტკვარ-არაქსის არქეოლოგიურ კულტურაში, რომელიც გავრცელებული იყო ამიერკავკასიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილოეთ კავკასიის სამხრეთ ნაწილებამდე მესამე ათასწლეულში. მტკვარ-არაქსის ტომებმა აითვისეს მთელი ციკლი ბრინჯაოს პროდუქციის, დაწყებული სპილენძის საბადოების სამთო მრეწველობით დამთავრებული სამსხმელო საამქროთი. მესამე ათასწლეულში კავკასია და ამიერკავკასია ხდება ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო ლითონის ინდუსტრიაში.

მრავალი სპილენძის სადნობი ღუმელი და ბრინჯაოს ხელსაწყო, იარაღები და სამკაულები აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის დასახლებებში - განსაკუთრებით, ცულები, ბრტყელი წერაყინები, დანის პირები, სადგისები და შუბისპირები.

ძვალი და თიხის თითისტარის ხვეულები, ქსოვილის ნაკვალევი ჭურჭელზე და საფეიქროს ფრაგმენტები აღმოჩნდა ერთ-ერთ მტკვარ-არაქსის დასახლებაში, რომელიც ადასტურებს, რომ ამ კულტურაში ცნობილი იყო საფეიქრო წარმოება. მტკვარ-არაქსის ჭურჭელი არის უაღრესად ორიგინალური, სწორედ ამიტომ ითვლება მის ძირითად იდენტიფიკატორად.

მტკვარ-არაქსის ჭურჭელს აქვს შავი პრიალა ზედაპირი და ვარდისფერი სარჩული შიგნით. წითელ-ყვითელი ფერის ზოგიერთი ჭურჭელი იდენტურია გვიანდელი მაიკოპის ჭირჭლების. ჭურჭელი კეთდებოდა ხელით თიხის კარგად არევით სხვადასხვა დანამატებთან. ზოგიერთ ჭურჭელს შეიძლება ჰქონოდა მეთუნუქის პრიმიტიული ნიშანი. კერამიკა ყურადღებით მუშავდებოდა და იწვებოდა სპეციალურ ღუმელში. ფორმები არის საკმაოდ განსხვავებული - ბრტყელ-ძირიანი ჭურჭლები ფართო ყელით და მომრგვალებული სხეული ციცაბო კედლებით; დიდი ოვალური ფორმის ჭურჭლები არაპროპორციული ვიწრო ძირით; მრგვალი ჭურჭლები ცილინდრული ყელით; დოქები, ქოთნები, თასები, ჯამები და კათხები. ჭურჭელი არასდროს არ იყო მოხატული. მისი დეკორატიული ნიმუშები - ორმაგი სპირალები, წრეები, რომბები და ოთხკუთხედები - იყო მონიშნული მარტივი და მკაცრი ხაზით.

შრომის იარაღებისა და ხელსაწყოების წარმოება არ იყო ნაკლებად განვითარებული მომდევნო მაიკოპის არქეოლოგიური კულტურის ერაში, რომელიც გავრცელებული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში III-II ათასწლეულებში.

მაიკოპის კულტურის ტომებმა მიაღწიეს  მაღალ დონეს მეტალის დამუშავების სრულყოფის საქმეში. რაც ჩანს ლოკალურ სამარხებში აღმოჩენილი ნივთებიდან - ბრინჯაოს იარაღები, ხელსაწყოები და ჭურჭლები. მაიკოპის მებრძოლები არ იყვნენ ნაკლებად შეიარაღებულები ვიდრე იმავე პერიოდის ეგვიპტელი და შუმერი მეომრები, ბრინჯაოსთავიანი შუბებით, ბრინჯაოს ნაჯახებითა და ხანჯლებით. ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2 ათასწლეულის შუა პერიოდამდე კავკასია რჩებოდა ერთადერთ წყაროდ, საიდანაც რკინა მიეწოდებოდა Pit–Comb Ware culture-სა და Catacomb culture-ის მატარებელ ტომებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის მიმდებარედ სახლობდნენ.

არქეოლოგიურმა მონაცემებმა ასევე დაადასტრა ჭურჭლის განვითარების მაღალი დონე. მაიკოპის ხელოსანმა იცის სამეთუნეო წრე და აწარმოებს ჭურჭლებს სხვადასხვა ფორმისა და ფუნქციის - ქოთნებს, დოქებს, თასებს და დიდ სფეროსებრ და ოვალური ფორმის ჭურჭლებს.

ჩრდილოეთ კავკასიის არქეოლოგიური მონაცემები თუ მეორე ათასწლეულის თერგი-ყუბანის არქეოლოგიური კლუტურა, რომელიც ჩაანაცვლა მაიკოპმა ყუბან-სულაკის აუზში, ასევე ადასტურებს დახვეწილ ოსტატობას.

ჩრდილოკავკასიური ჭურჭელი ხასიათდება ფორმების მრავალფეროვნებითა და სათუთადაა გამოყვანილი. ჭურჭლებს ჰქონდა მოწითალო-მოყავისფრო ან შავი ზედაპირი, იყო შემკული მოხდენილი თოკით, სამკუთხა შტამპებითა და თევზიფხური თარგით.

ჩრდილოკავკასიური სამარხები ასევე შეიცავს უამრავ ბრინჯაოს ნაკეთობებს, რომლებიც ადასტურებენ კარგად განვითარებულ ლითონის წარმოებას. ყველაზე დამახასიათებელია წერაყინის მსგავსი ცულები, გაბურღული ბრინჯაოს ცულები, ორკუთხა ფოთლის ფორმის დანები, სხვადასხვა ფორმის ქინძისთავები, კულონები, ბეჭდები, სამაჯურები და მძივები.

ხალხური რეწვის პროგრესმა მიაღწია პიკს მაღალგანვითარებულ ყობანურ არქეოლოგიურ კულტურაში, რომელიც იყო დამყარებული ყუბან-სულაკის მემკვიდრეობაზე და გენეტიკურად ჩრდილოეთ კავკასიისა და მაიკოპის კულტურებთან დაკავშირებული.

ყობანის ტომებმა შეიმუშავეს სპილენძის მადნის მოპოვებისა და ხარისხიანი ბრინჯაოს დამზადების იმ დროისთვის დახვეწილი ტექნოლოგიები. ისინი გადავიდნენ ხელნაკეთი ლითონის ინდუსტრიაზე. კერძოდ, აღმოსავლეთ ჩეჩნეთში სერჟენ იურტის დასახლებაში აღმოჩნდა სამი მეტალოდამუშავების მაღაზიის ნაშთი, ერთ-ერთ მათგანში კი - ღუმელი. სპილენძის სადნობის ფრაგმენტები, ფორმები, ბრინჯაოს ბარები და მრავალი რკინის ნივთი აღმოჩნდა. თიხის ფორმები ბრინჯაოს სამკაულებისთვის ამოჩნდა ბამუთში დასავლეთ ჩეჩნეთში.

ყობანური ბრინჯაო იყო სპილენძისა და კალის შენადნობი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიჰქონდათ ტრანსკავკასიიდან. მისით კეთდებოდა შრომის იარაღები, იარაღები, ჭურჭელი, ცხენის აღკაზმულობა, რიტუალური დანიშნულების ნივთები და სამკაულობა.

ყობანურმა კულტურამ რკინის წარმოება დაიწყო ძვ.წ X საუკუნეში და საბოლოოდ დასრულდა ძვ.წ VII ს.ში.

ყობანის ტომები იყვნენ შესანიშნავი იარაღის მკეთებლები. მათი ნამუშევრები უხვად მოიცავდა ბრინჯაოსა და რკინის ცულებს, სატევრებს, შუბის და ისრისპირებს, სატევრის პირებს, ბიმეტალურ ხანჯლებს რკინის პირებითა და ბრინჯაოს სახელურით. ყობანური ბრინჯაოს ცულები გამოირჩეოდა დახვეწილი ფორმით. სკვითური ტიპის ხმლები და ხანჯლები გვხვდება ყობანის კულტურის გვიანდელ საფეხურზე.

უამრავი ბრინჯაოს სამკაული და სამოსის დეკორაცია აღმოჩნდა ყობანის სამარხებში - ბრინჯაოს გულუხვად ორნამენტირებული ქამრები, სხვადასხვა ფორმის ფართო ბალთები, ქინძისთავები, საკვალთეები, სამაჯურები, თითის ბეჭდები და საყურეები.

არანაკლებ განვითარებული იყო კერამიკა. ყობანის დასახლებების აღმოჩენებმა საშუალება მოგვცა ვივარაუდოთ, რომ აქ ასევე იყო ხელნაკეთობების ინდუსტრია. კერამიკის სახელოსნოები ღუმელთან ერთად აღმოჩნდა აღმოსავლეთ ჩეჩნეთის ყობანურ კულტურაში სერჟენ იურტის დასახლებაში. ყობანის ჭურჭელი ხასიათდება ხარისხიანი დამზადებითა და გამოწვით. წარმოდგენილია ქოთნები, თასები, კათხები, ქვაბები და ჭურჭელი სხვადასხვა ფორმისა და ზომის. ნივთები არის ძირითადად შავი, ზოგიერთი პრიალა ზედაპირით.  ყობანის ჭურჭელი არის გულუხვად შემკობილი - ყველაზე ხშირად გეომეტრიული ნიმუშებით.

ალანური კულტურის არქეოლოგიური მასალები, რომელმაც ჩაანაცვლა ყობანური კულტურა ჩეჩნებით დასახლებულ ტერიტორიაზე პირველ საუკუნეში, ავლენს მაღალ განვითარების დონეს ხელნაკეთობების, განსაკუთრებით ჭურჭლის. დასახლებებსა და სამარხებში აღმოჩენილი თითქმის ყველა ჭურჭელი ჩაბმული იყო სამეთუნეო წრეში და სხვადასხვაობდა ფორმითა და ფერით. წარმოდგენილია ქოთნები დახრილი ზედა კიდეებით, გრძელყელიანი დოქები, თასები, კათხები და წყლისა და მარაგის შესანახი ჭურჭლები. მხოლოდ მცირე გამონაკლისს არ მოეძებნება პროტოტიპი ყობანურ ჭურჭელში.

მეტალონაკეთობები წარმოდგენილია დაჯგუფებული სამაჯურებით, გაპრიალებული სარკეებით, საყურეებით, მძივებითა და ცხენის აღკაზმულობით. ოქროთი მოვარაყებული და ძვირფასი ქვებით უხვად მორთული ხმალი, რომელიც ალბათ, ეკუთვნოდა ადგილობრივ თავადს, აღმოჩნდა ერთ-ერთ კატაკომბში ზმეისკაიას სიახლოვეს. 

ხალხური რეწვის განვითარების სწრაფი პროგრესი აღინიშნა ვაინახურ ეპოქაში XV-XVIII ს.ს-ებში. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტუებს იარაღის წარმოების, ქსოვისა და ჭურჭლის წარმოების განვითარებას. ამ პერიოდის იარაღად სახელდება ხმლები, ხანჯლები, დანები, ისრის ბუნიკები, ჯავშნები და ლითონის ფარები. ხოლო კერამიკა - ფართო ჭურჭლები წყლისა და სურსათის შესანახად, ქოთნები, თასები და სხვადასხვა ფორმის ლამბაქები. 

ჩეჩენი ხელოსნები დარჩნენ ერთგულნი წინაპართა ტრადიციებისა მე-20 საუკუნის შუა რიცხვებამდე. 


მეტალწარმოება, განსაკუთრებუთ იარაღის წარმოება იყო კარგად განვითარებული. ჩეჩნური ცივი იარაღი იყო მაღალმოთხოვნადი მთელი ჩრდილოკავკასიის მასშტაბით და შორს მის ფარგლებს გარეთაც. იარაღის ოსტატთა ოჯახები ფოლადის დნობისა და წრთობის საიდუმლოებებს გადასცემდნენ თაობიდან თაობას. ბრწყინვალედ შესრულებული ჩეჩნური იარაღი საუკუნეთა განმავლობაში იყო ცნობილი, როგორც ფასდაუდებელი. 

ჩეჩნური ხანჯლები იყო ასევე შესანიშნავი. ოსტატებმა მოგვიანებით მიაღწიეს სრულყოფილების მაღალ ხარისხს შაშხანებთან და პისტოლეტებთან ერთად.

კერამიკა არ ჩამოუვარდებოდა ათასწლეულების წინანდელს. ჩეჩენი ხელოსნები ასევე შესანიშნავები იყვნენ ხის ჭურჭლისა და სპილენძის ნაკეთობების დამზადებაში - ჯამები, ქვაბები, კათხები და ვიწროყელიანი დოქები. 

აღმოჩნდა, რომ ხის ჭურჭელი იყო პოპულარული მე-19 საუკუნეში. ბევრი ჩარხი კეთდებოდა - ხელით ასამუშვებელი, პედლით ასამუშვებელი და ჰიდრავლიკური. 

სადურგლო და ხის კვეთა ასევე იყო ძალიან კარგად განვითარებული. 1920-იან წლებში ჩეჩნეთის მაღალმთიან მიწებზე მოგზაურობისას ავსტრიელმა მკვლევარმა ბრუნო პლაეშკემ შეაგროვა შესანიშნავი ავეჯის, ხის ჭურჭლის, აკვნებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების  დიდი კოლექცია.

ჩეჩნური ცილინდრები და კასრები იყიდებოდა მთელს კავკასიაში, ისევე როგორც, ლერწამი, ლაფნის საგებები და წნულები, განსაკუთრებით კალათები. 

ჩეჩნური ქსოვილები და ქეჩის ხალიჩები და მოსასხამები ასევე იყო კარგი.

ჩეჩენი მკერავები იყვნენ ასევე ცნობილები მთელს კავკასიაში. სამხედრო ტუნიკები და ჩერქეზული ტანსაცმელი  მზადდებოდა ჩეჩნური ქსოვილისგან. ჩეჩენი მქარგავი ქალები გამორჩეულები იყვნენ ჩერქეზული ტანსაცმლის ოქროსი და ვერცხლის ძაფებით გაწყობაში. 

ჩეჩნეთი ასევე იყო ცნობილი ტყავისა და ბეწვეულის მოვაჭრეებით, კარგი ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და ცხვრის ტყავის ქურთუკებით. 

ჩეჩნური ძვირფასეულობა ცნობილი იყო ვერცხლის ნივთებით, ვერცხლით გაწყობილი შეიარაღებითა და ცხენის აღკაზმულობით. 



Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

1 კომენტარი:

  1. ნანა წოწერიაJuly 25, 2015 at 6:40 AM

    გეყოთ ეს საცოდაობა და არნახულ ჩეჩნურ კულტურაზე ლაპარაკი . არსებობს ერთადერთი ქართული კულტურა . დანარჩენი ლოკალური ელემენტებია . ცოდვა ხართ . ცოდვა . საერთოდ კულტურული ფენის განვითარების ეტაპების მიმდინარეობა თუ იცით ანდა საერთოდ სისტემური აზროვნება თუ შეგიძლიათ ?!

    ReplyDelete