
·
„ყოველ
20 წუთში ფეისბუქის საშუალებით 2 მილიონი მეგობრობის თხოვნა და 3 მილიონი
შეტყობინება იგზავნება“.
·
„მაგ.
ეშტონ კატჩერისა და ბრიტნი სპირსის ლაიქების რაოდენობა უტოლდება ირლანდიის,
ნორვეგიისა და პანამის მოსახლეობის რიცხვს“.
·
„ფეისბუქის
მობილურ ვერსიას იყენებს 680,000,000 ადამიანი“.
·
„რეგისტრირებულთა
48 % ყოველდღიურად შედის ამ სოციალურ ქსელში“.
·
„საშუალოდ
მომხმარებლებს ჰყავთ 130-მდე მეგობარი, დაკავშირებულნი არიან 80-მდე გვერდთან,
ჯგუფთან ან ღონისძიებასთან და ატარებენ 18 წუთს ყოველი შესვლისას“.
Facebook რომ ქვეყანა იყოს
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე იქნებოდა მსოფლიოში. ხოლო ეკონომიკის,
სამხედრო პოტენციალისა და მართვის სისტემის თვალსაზრისით პირველი. ეს იქნებოდა
ყველაზე ლიბერალური და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანები „მოქალაქეობას“
მიიღებდნენ საკუთარი ნებისამებრ, ასევე
პერსონალურ ინფორმაციას გაუზიარებდნენ საკუთარი შეხედულებების მიხედვით: ან
მხოლოდ მეგობრებს ან ყველა მომხმარებელს. როგორც ყველა სახელმწიფოში იარსებებდა
სოციალური გაერთიანებები, სხვადასხვა თემისა და საკითხის გარშემო გაერთიანებულ
ხალხთა ჯგუფები; ინფორმაციის გავრცელება, მიღება და გაცვლა მოხდებოდა უსწრაფესად;
კომუნიკაციის გარდა სახელმწიფო იზრუნებდა მისი „მოქალაქეების“ გართობასა და
თავისუფალი დროის გატარებაზე სხვადასხვა თამაშებისა და აპლიკაციების „საშუალებით“.
ეკონომიკური თვალსაზრისით მასში გაწევრიანებულ „მოქალაქეთა“ საერთო შენატანი
„სახელმწიფო“ ბიუჯეტში მიაღწევდა უპრეცედენტო მასშტაბებს. „სამხედრო“ თვალსაზრისით
კი „მოქალაქის“ სტატუსის მქონე ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ეროვნებისა,
სქესისა, ასაკისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა მზად იქნებოდა დაეცვა facebook-ის
სახელმწიფო სუვერენიტეტი. მართვის სისტემის თვალსაზრისით „სახელმწიფოს“ ეყოლებოდა აბსოლუტური
მმართველი, მისი შემქმნელის სახით, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტების საშუალებით
თავს მოუყრიდა „მოქალაქეთა“ შესახებ მასალებს და ექნებოდა ყველაზე მდიდარი
მონაცემთა ბაზა.
Facebook რომ
ქვეყანა ყოფილიყო აუცილებლად ექნებოდა სახელმწიფო დროშა, გერბი, ჰიმნი და სხვა
სიმბოლიკა. მათი შერჩევა დემოკრატიული პრინციპებით, საყოველთაო პლებისციტით – „ლაიქების
კონკურსით“ მოხდებოდა. შეიცვლებოდა და დამკვიდრდებოდა სხვა ტერმინები ადამიანურ
ურთიერთობებში. მაგ.: „გვერდი შვველას ითხოვს, იუზერზე ონლაინ გამოდით“. ქართველების
შემთხვევაში მივიღებდით: „მე პატარა facebook-ელი ვარ, სოციალური ქსელების შვილი“.
Facebook რომ ქვეყანა ყოფილიყო
აუცილებლად მოუწევდა „საომარი“ დაპირისპირება სხვა სოციალურ ქსელებთან.
სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით კი facebook მოკლე დროში გაანადგურებდა
მის ყველა კონკურენტს და დაამყარებდა მსოფლიო წესრიგს. ამგვარად, შეიქმნებოდა
ერთი, მსოფლიო სახელმწიფო, რომელიც უკვე ძალითაც შეეცდებოდა მოეცვა ყველა წევრი
სამყაროსი. ამის შემდეგ კი, რელიგიური თვალსაზრისით, დაიწყებოდა აპოკალიფსი. სრულიად
facebook-ეთს
დაემუქრებოდა განადგურება ვირუსებისა და სპამების მიერ... მაშინ გამოჩნდებოდა „ანტივირუსი“,
რომელიც შეივრდომებდა მათ, ვინც დაიჯერებდა მის არსებობას, „დაალაიქებდა“, „დააშეარებდა“
და მიიღებდა საკუთარ „დედაპლატაში“, სამყაროში აღდგებოდა ძველი წესრიგი და
იუზერები დაუბრუნდებოდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებს.
მაშასადამე, facebook
რომ ქვეყანა ყოფილიყო, 15
საათით მაინც დაასაქმებდა მის „მოქალაქეებს“ და ამაზე პროტესტს არავინ
გამოთქვამდა. Facebook დაიმორჩილებდა
მთელ მსოფლიოს და ადამიანებს აქცევდა მისი იდეების უპირობო აღმსრულებლად. შეიქმნებოდა
მსოფლიო სახელმწიფო და აპოკალიფსის რეალური სურათი.
და ბოლოს, facebook რომ ქვეყანა ყოფილიყო ამ ყველაფრის დაწერისთვის აუცილებლად დაინტერესდებოდნენ სპეციალური სამსახურები ჩემით.
და ბოლოს, facebook რომ ქვეყანა ყოფილიყო ამ ყველაფრის დაწერისთვის აუცილებლად დაინტერესდებოდნენ სპეციალური სამსახურები ჩემით.
0 კომენტარი:
Post a Comment