კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი

თარგმანი

შესავალი
კასპიის ზღვა არის ყველაზე დიდი შემოსაზღვრული წყლის მასა დედამიწაზე, რომელსაც უფრო დიდი ფართობი აქვს ვიდრე ამერიკის დიდ ტბებს ან ტბა ვიქტორიას აღმოსავლეთ აფრიკაში. კასპიის ზღვის სიგრძე არის 1204 კმ. და ზედაპირის ფართობი 436,000 კმ2. მაშინ როცა დიდი ტბების საერთო ფართობი 244,000 კმ2–ია. სანაპირო ზოლი 6000 კმ.ია ხოლო სიღრმე მერყეობს ჩრდილოეთში 200 მ. ცენტრალურ ნაწილში 700 მ. და სამხრეთ ნაწილში 1000 მ. მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს კასპიის ზღვის დიდ მნიშვნელობას არის ნავთობისა და გაზის დიდი საბადოები, ასევე მდიდარი თევზჭერის პოტენციალი.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით,  კითხვაზე - კასპიის ზღვა არის ტბა თუ ზღვა,დღემდე არ არსებობს კონსესუსი.

სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ ნავთობის მარაგი 15,31 მილიარდ ბარელს აღწევს, ე.ი 2.7 % მსოფლიო მარაგისა, ბუნებრივი აირის – 230–260 ტრილიონი კუბური მეტრი – 7 % მსოფლიო მარაგის, ხოლო ზუთხის რესურსი  80 %–ს. 
დღეისათვის წარმოდგენილია კასპიის ზღვის სანაპიროს 5 ქვეყანა შემდეგი პროცენტული განაწილებით: ყაზახეთი – 30,8 %, თურქმენეთი – 16,8 %, ირანი – 18,7 %, აზერბაიჯანი 15,2 % და რუსეთის ფედერაცია 18,5%.

კასპიის ზღვის სტატუსი გახდა სხვადასხვა ავტორების იურიდიული კვლევის საგანი, როგორც აუზის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. წარმოდგენილია უამრავი  ესსე, მონოგრაფია და სახელმძღვანელოებიც ამ საკითხთან დაკავშირებით. ათეულობით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა 1991 წლიდან მოყოლებული სანაპიროს ქვეყნების მიერ და სხვა ქვეყნების აქტიური მონაწილეობით. მიუხედავად ამ მცდელობებისა, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის საქმეში მიღწევები ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა.

წინამდებარე სტატია არის მოკრძალებული მცდელობა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის განხილვის საერთაშორისო საზვაო სამართლის გადმოსახედიდან. ნაშრომი ატარებს უფრო ინფორმაციულ და გაცნობით ხასიათს, ვიდრე ამომწურავი სამეცნიერო სამუშაოს. 

ისტორია


კასპიის ზღვა კარგად არის ცნობილი ანტიკური პერიოდიდან. ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნდა, რომ კასპიის ზღვა დაკავშირებული იყო შავ ზღვასთან უძველეს დროში. არისტოტელე, ჰეროდოტე და სხვები თავიანთ ნაშრომებში კასპიის ზღვას აღწერდნენ როგორც დახურულ აუზს ან ოკეანის ყურეს. სტრაბონმა აღწერა კასპიის ზღვა როგორც აუზი გადაჭიმული პარალელზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. სხვადასხვა პერიოდში კასპიის ზღვას უწოდებდნენ სხვადასხვა სახელს, ჯამში დაახლოებით 40–მდე. სახელები მომდინარეობდა ან იმ ეთნოსთა სახელებისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ კასპიის სანაპიროზე ან  სანაპიროს ქალაქებისგან. დღევანდელი სახელწოდება მომდინარეობს ტომებისგან "კასპიები", რომლებიც ერთ დროს ცხოვრებდნენ დასავლეთ სანაპიროზე. ისლამის გავრცელებისა და არაბთა სახალიფოს ექსპანსიის შემდეგ როგორც არაბმა მეომრებმა, ასევე ისტორიკოსებმა გამოხატეს დიდი დაინტერესება კასპიის ზღვის მიმართ.


მე–8 საუკუნეში კასპიის ზღვა დაიპყრეს აბასიანებმა და რეგიონში სპარსეთის ძალაუფლება გახდა დომინანტი 1722 წლამდე.

 მე–16 საუკუნეში სეფიანთა მმართველობის პერიოდში კომერციული გადაზიდვები კასპიის ზღვაზე კარგად იყო განვითარებული. მასში იყვნენ ჩართულნი გენუელები და მოგვიანებით, ბრიტანელი ვაჭრები.

შუა საუკუნეების პერიოდში რუსებმა ასევე გამოხატეს ინტერესი კასპიის ზღვის მიმართ დრო და დრო სამხედრო კამპანიების მოწყობით. პრინცი იგორის შეჭრა მოიაზრება ყველაზე სახელგანთქმულ ლაშქობად რეგიონში მონღოლების გამოჩენამდე. რუსებმა განაახლეს თავიანთი სამხედრო კამპანიები კასპიის ზღვისპირეთში მხოლოდ მონღოლთა მმართველობის დამხობის შემდეგ. 
პირველი მნიშვნელოვანი მცდელობა კასპიის ზღვისპირეთის დაპყრობისა განხორციელდა ივანე მრისხანეს მიერ 1552–1556 წლებში ყაზანისა და ასტრახანის წინააღმდეგ წარმატებული სამხედრო კამპანიის წარმოებისას. მას შემდეგ, რაც რომანოვებმა დაიკავეს რუსეთის სამეფო ტახტი, კასპიის ზღვით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა. პირველი რუსული სამხედრო გემი "ორელი" აშენდა 1667 წ. მეფე ალექსეი მიხაილის ძის განკარგულებით. სტეფან რაზინმა, რომლის ფლოტმაც კასპიის ზღვაში დაამარცხა სპარსული ფლოტი, ითამაშა თავისი როლი კასპიის ზღვის მომავალ ოკუპაციაში რუსეთის მიერ. სპარსელების ჰეგემონია კასპიის ზღვაზე დასრულდა პეტრე დიდის კამპანიის შედეგად 1727 წელს. ამავე წელს იქნა წამოწყებული პირველი სამხედრო პორტის მშენებლობა ასტრახანში.  
1742 წ. ნადირ შაჰმა წამოიწყო პირველი სპარსული სამხედრო ფლოტის მშენებლობა კასპიის ზღვაში, როდესაც ინგლისელ ჯონ ელიოტთან თანამშრომლობით მან საფუძველი ჩაუყარა დიდ სამხედრო ფლოტს, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაასრულა ყველა მისი ამბიციური გეგმები.
მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვის ისტორია იწყება უძველესი დროიდან, პირველი მიზანმიმართული მცდელობა კასპიის ზღვისა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაში გაჩნდა  მე-18 საუკუნეში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ. კერძოდ, სანქტ-პეტერბურგის (1723), რეშტის (1732) და განჯის ტრაქტეტებით.
რეშტის ხელშეკრულების შინაარსმა მან ვერ შეაჩერა რუსული ექსპანსია კასპიის ზღვის მიმართულებით და დაწყებული 1784 წლიდან (როდესაც დაიკავეს მაჰაჩყალა) 1828 წლამდე მთელი აზერბაიჯანი დაექვემდებარა რუსეთის მმართველობას (ბაქო დაიკავეს 1806 წ.). არსებული ვითარება სამართლებრივად იქნა დადგენილი 1828 წლის თურქმენჩაის ზავით, რომლის თანახმადაც სპარსეთმა დაკარგა კასპიის ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება, თუმცა დღემდე ინარჩუნებს სავაჭრო ფლოტს.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ასევე დაიპყრეს თურქმენეთი.
რუსეთის პარალელურად დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია შეეცადა მოიპოვებინა გავლენა კასპიის ზღვაზე ან თუნდაც რომელიმე მის რეგიონზე. 1870-იან წლებსი კასპიის ზღვის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა დასავლეთ სანაპიროზე მდიდარი ნავთობის საბადოების აღმოჩენის შემდეგ.
დისკუსიები კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაიწყო მე-18 საუკუნეში, როდესაც რუსეთი, სპარსეთი და დიდი ბრიტანეთი იბრძოდნენ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მას შემდეგ რაც პროცესში ჩაერთო დიდი ბრიტანეთი, კასპიის ზღვის საერთაშორისო სტატუსი დაექვემდებარა სანქტ-პეტერბურგის და რეშტის ხელშეკრულებებს. რეშტის ხელშეკრულებით რუსეთს მიენიჭა უფლება ზოგიერთ კასპიის ზღვის ნაწილზე, რომელიც ადრე სპარსეთს ეკუთვნოდა. რუსეთმა და სპარსეთმა შეინარჩუნეს უფლება თავისუფალი ვაჭრობისა და ნავიგაციის მთელ კასპიის ზღვაზე, ისევე, როგორც მდინარეებზე - მტკვარი და არაქსი. თუმცა, მხოლოდ რუსეთის სამხედრო ფლოტს ჰქონდა ნავიგაციის უფლება კასპიის ზღვაზე,  როგორც მშვიდობის, ასევე ომის პერიოდში. თურქმენჩაის საზავო ხელშეკრულებამ გააძლიერა რუსეთის ყოფნა კასპიის ზღვაში. სპარსეთს კი მიეცა უფლება მხოლოდ სავაჭრო გადაზიდვების.
როგორც ზოგიერთი ავტორი აცხადებს, ზემოთ აღნიშნულმა ხელშეკრულებებმა შექმნა საფუძველი კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ - როგორც საკუთრების (ტერიტორიული) და სანავიგაციო უფლებების საბჭოთა პერიოდის დასასრულამდე.

შემდეგი ნაბიჯი კასპიის ზღვის ისტორიაში იყო მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულება 1921 წ. ეს იყო ახალი პერიოდის დასაწყისში, როდესაც ჩამოიშალა რუსული იმპერია და ჩამოყალიბდა სსრკ. 1921 წლის 26 თებერვალს გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ჩაანაცვლა ყველა მანამდე არსებული შეთანხმება კასპიის ზღვის მხარეთა შორის.

არსებობს უამრავი ნაშრომი 1921 წლის ხელშეკრულების შესახებ, თუმცა ზოგიერთი ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, რომ  ბოლო დრომდე ისინი არ სცდებიან ხელშეკრულების აღწერის  ჩარჩოებს, რაც რეალობაში გულისხმობდა კასპიის ზღვის დახურულ სივრცედ ყოფნას და განაწილებას რუსეთსა და ირანს შორის რუსეთის უზენაესობით.

ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც სამართალმემკვიდრე სსრკ-ს და ირანის ისლამური რესპუბლიკა - სპარსეთის მემკვიდრე, აქტიურად ცდილობენ შეინარჩუნონ 1921 წლის ხელშეკრულების დებულებები, ხდის ნათელს, რომ სხვა ჩართული დაინტერესებული მხარეები მიაქცევენ მეტ ყურადღებას დოკუმენტის სამართლებრივ შინაარსს.

რუსეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა ხელშეკრულება და უზრუნველეყო გავლენა კასპიის ზღვაზე, ხოლო სპარსეთი - წარმატებით მანევრირებდა საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის და ინარჩუნებდა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

ნებისმიერი ინტერესი არაკასპიური სახელმწიფოების იყო იგნორირებული და მათ ჰქონდათ აკრძალული წვდომა კასპიის ზღვასა და მის როგორც ცოცხალ, ისე არაცოცხალ რესურსებზე.

1927 წელს კასპიის ზღვის ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციის შესახებ შეთანხმება გაფორმდა სსრკ-სა და ირანს შორის, რომლის თანახმადაც ერთობლივი საბჭოთა კავშირულ-ირანული თევზჭერის კომპანია დაარსდა კასპიის ზღვის ირანის ნაწილში საქმიანობისთვის. ეს შეთანხმება 1953 წელს გაუქმდა.

1921 წლის ხელშეკრულების სულისკვეთება გაგრძელდა კომერციულ და სანავიგაციო ხელშეკრულებაში 1940 წელს, რომლითაც კასპიის ზღვა კვლავ გამოცხადდა როგორც მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და ირანის ზღვა ექსკლუზიურ სარგებლობაში მყოფი.

ეს სიტუაცია შენარჩუნდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე.


ძირითადი საერთაშორისო სამიტები კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ

პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც წამოჭრა კითხვები კასპიის ზღვის სტატუსთან დაკავშირებით იყო თეირანის კონფერენცია 1992 წ. ყველა ზღვისპირა ქვეყნის მონაწილეობით. კონფერენცია დასრულდა 1992 წ. 4 ოქტომბრის ერთობლივი კომუნიკეთი. ხუთივე ზღვისპირა ქვეყანა შეთანხმდა ერთობლივ მოქმედებებზე,  კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვაზე, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სანავიგაციო ხაზების განსაზღვრაზე.


შემდეგი შეხვედრები გაიმართა ასტრახანში1993 წ. 14 ოქტომბერს და  8-10 დეკემბერს აშხაბადში, სადაც კასპიის ზღვის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თემა კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა.

ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა 11-12 ოქტომბერს მოსკოვში, რომლის მთავარი მიზანიც იყო აზერბაიჯანის, ყაზახეთის და რუსეთის ფედერაციის  წინადადებების განხილვა. კონფერენციის განმავლობაში წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ინიციატივები. აზერბაიჯანული მიდგომის თანახმად კასპიის ზღვა უნდა განსაზღვრულიყო როგორც სასაზღვრო ტბა შესაბამის სექტორებად დაყოფილი. ყაზახეთი მიიჩნევდა, რომ კასპიის ზღვის სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მე-9 თავის მიხედვით. ეს წინადადება რუსეთისა და ირანის ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. საბოლოოდ კი, ორივე, აზერბაიჯანული და ყაზახური ვერსიები იქნა უარყოფილი.

მეორე მხრივ, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ოპონირებას უწევდნენ რუსეთის წინადადებას, რომელიც, ფაქტობრივად, კასპიის ზღვის თანამეგობრობის განმაპირობებელი გახდა.

თანამშრომლობის ახალი ეტაპი ზღვისპირა და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის დაიწყო 1995 წელს. 
1995 წლის ალმაატას კონფერენციაზე 5 ზღვისპირა სახელმწიფო შეთანხმდა მუდმივი მოლაპარაკებების მექანიზმის (სამუშაო ჯგუფების) შემუშავებაზე  კასპიის ზღვის სტატუსთან დაკავშირებით. პირველი სამუშაო ჯგუფი შეხვა თეირანში, ხოლო შემდეგი ალმაატაში, სადაც ზღვისპირა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები იქნა გამოცხადებული. მაგ.: ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, კასპიის ზღვის დეკლარირება როგორც დემილიტარიზებულ ზონად და მისი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენება, ცოცხალი რესურსების დაკონსერვება, გარემოს დაბინძურებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და სხვა.
მიუხედავად 1995-6 წლებში ჩატარებული კონფერენციების სიმრავლისა მხარეები ვერ შეთანხმდნენ კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე. მეტიც, აშკარა გახდა მრავალმხრივი მოლაპარაკებების ბილატერალურ მოლაპარაკებებში გადაზრდა. 
1997 წლიდან კონფერენციები მონაწილეთა თვალსაზრისით გაფართოვდა და გახდა უფრო და უფრო მსოფლიო მასშტაბის. 
შემდეგი კონფერენცია კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის დაუყოვნებლივ შესამუშავებლად და საერთაშორისო ხელშეკრულებით დასამტკიცებლად ჩატარდა ასტრახანში 1997 წლის 24-27 ივნისს.

1998 წელს რუსეთის ფედერაციამ და ყაზახეთმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას კასპიის ზღვის აუზის დელიმიტაციას ორ სახელმწიფოს შორის. ეს ცხადად ადასტურებდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის გახდა უფრო პრიორიტეტული, ციდრე მრავალმხრივი მოლაპარაკებები, სადაც ერთ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება არ იყო ადვილად მისაღწევი.

ამ პრაქტიკას მოჰყვა დელიმიტაციის დოკუმენტი რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის 2011 წელს. 
2000-2002 წლების განმავლობაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრები იღებს რეგულარულ სახეს და 2002 წლის იანვარში ხელი მოეწერა კომუნიკეს კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციის შექმნის შესახებ. ეს ნამდვილად იყო დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. 
2002 წლის აპრილში 5 ქვეყნის: აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის მეთაურები შეხვდნენ აშხაბადში კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისადმი მიძღვნილ სამიტზე. სამიტმა არ გაამართლა მოლოდინები და მხარეები ვერ შეთანხმდნენ საერთო პოზიციაზე. აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და რუსეთის ერთობლივ პოზიციას დიდი წინააღმდეგობა გაუწია ირანმა. თურქმენეთი, მიუხედავად იმისა, რომ გაიზიარა ზოგადი იდეა ზღვის ფსკერის ნაციონალურ სექტორებად დაყოფისა, ჯერ კიდევ არ იყო მზად მთლიანად მხარი დაეეჭირა მისთვის. ირანის პოზიცია იყო უცვლელი: ან უნდა გაყოფილიყო 5 თანაბარ ნაწილად (20% თითოეულ სახელმწიფოს) ან უნდა ეხელმძღვანელათ 1921 წლის ხელშეკრულების პირობებით. 
სამწუხაროდ, პირველი სამიტი დასრულდა უშედეგოდ, მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ კარგ დასაწყისს ჰქონდა ადგილი. 
2003 წლის მაისში ალმაატაში სამუშაო ჯგუფის მე-9 შეხვედრის დროს ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას კასპიის ზღვის დელიმიტაციის შესახებ აზერბაიჯანს, რუსეთსა და ყაზახეთს შორის, რომლის თანახმადაც რუსეთმა მიიღო 19 %, ყაზახეთმა - 29 % და აზერბაიჯანმა 18 % კასპიის ზღვის ფსკერის. ირანმა კი განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. 
მიუხედავად იმისა,რომ შემდგომ შეხვედრებშიც შეინიშნებოდა პროგრესი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში (ზოგიერთ მუხლზე მოხდა შეთანხმება, ძირითადად გარემოსდაცვითი ხასიათის), კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენცია დღემდე არ მიღებულა.  
მომდევნო სამიტი ჩატარდა თეირანში 2007 წლის 16 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ სამიტის დეკლარირებული მიზანი იყო კონვენციის მიღება, მთავარი აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების საკითხებზე. რუსეთის პოზიცია, რომ უცხო შეიარაღებული ძალების მონაწილეობა კასპიის ზღვაში გამორიცხოს აისახა ერთობლივ დეკლარაციაშიც. 
მესამე სამიტი გაიმართა 2010 წლის 18 ნოემბერს ბაქოში. 5-მა სახელმწიფოს მეთაურმა გამოსცა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც კვლავ ადასტურებდა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციის აუცილებლობას. მართალია, მხარეები იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი ერთი წლის განმავლობაში ამ დეკლარაციის მიღების თემაზე, მაგრამ დღემდე არ გაფორმებულა მსგავსი დოკუმენტი. 
ბოლო შეხვედრის დროს აშხაბადში ხაზი გაესვა სამუშაოს პროგრესს და მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გამოთქვეს კონვენციაზე ხელის მოწერის შესახებ 2013 წ. 


ზღვა თუ ტბა? 

სამეცნიერო დისკუსია კასპიის ზღვის სტატუსთან დაკავშირებით იწყება 1813 წლიდან, როდესაც დაიბეჭდა პირველი ნაშრომები ამ თემაზე. ერთ-ერთი პირველი, ვინც კასპიის ზღვის სამართლებრივ მახასიათებლებზე ისაუბრა, იყო თეოდორ მარტენსი. მისი თქმით სამართლებრივი სტატუსი ზღვისა, რომელიც გარშემორტყმულია სახელმწიფოთა ტერიტორიებით და არ აქვს არანაირი კავშირი ოკეანესთან, სრულიად განსხვავებული უნდა იყოს ღია ზღვებისგან. ასეთი მახასიათებლებისაა "დახურული ზღვა" და სრულად ექცევა სანაპირო სახელმწიფოების სუვერენიტეტის ქვეშ. ამ დასკვნის საფუძველზე, კასპიის ზღვა, მართალია, ეკუთვნის როგორც რუსეთს ასევე ირანს, მაგრამ შეიძლება ჩაითვალოს როგორც რუსეთის ზღვა
მართალია 1921 წელს განისაზღვრა, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იყო მცდელობა კასპიის ზღვის საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრისა, არაფერი თქმულა კონკრეტულად  ზღვის ფსკერისა და ზედაპირული წყლების შესახებ. 
სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა დიდწილადაა დამოკიდებული როგორც გეოგრაფიულ ასევე სამართლებრივ თვალსაზრისებზე. არ არსებობს კონსესუსი ამ თემაზე გლობალურ დონეზეც. თუმცა თავდაპირველი და დომინანტური ხედვის თანახმად კასპიის ზღვა არის ტბა გეოგრაფიული თვალსაზრისით, იზრდება რაოდენობა ავტორებისა, რომლებიც ცდილობენ საწინააღმდეგოს დამტკიცებას. მათ შორის ამ აუზის ქვეყნების, მაგალითად ყაზახეთი. 
ეს საკითხი შეიძლება უფრო მნიშველოვანი იყოს არაზღვისპირა ქვეყნებისთვის, რადგან კასპიის ზღვის რესურსებისადმი ინტერესი არ ამოიწურება მხოლოდ რეგიონის წევრებით. ამგვარად, მესამე ქვეყნებისთვის კასპიის ზღვის რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქმნება იმის მიხედვით კასპიის ზღვა ზღვა არის თუ ტბა. ყოველ შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართონ საერთაშორისო საზღვაო სამართალს და ზღვისპირა ქვეყნების სხვადასხვა განსაკუთრებული  უფლებები შეიძლება შეიზღუდოს. ამიტომ რეგიონში საგარეო ინტერესების გათვალისწინება შეიძლება არ იქნას მოწონებული ზღვისპირა ქვეყნების მიერ, მაგრამ - სავალდებულოა. გარდა ამისა, ყველა სამართლებრივი მხარე, როგორიცაა დელიმიტაცია, ნავიგაცია, საზღვაო გარემოს შენარჩუნება, რესურსების გამოყენება და გამოკვლევა და კონფლიქტის მოგვარება შეიძლება გახდეს კარგად დადგენილი წესებისა და პროცედურების საგანი. მეორე მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ზღვისპირა ქვეყანა არ არის წევრი გაერთიანებული ერების საზღვაო სამართლის კონვენციის.

სანამ წარმოვადგენთ სამართლებრივ დეფინიციას, საინტერესო იქნება ზოგადად აღიარებული ზღვისა და ტბის დეფინიციების გადმოცემა, რომელიც გამოიყურება ასე:
ზღვა არის მალაშე წყალი, რომელიც ფარავს დედამიწას  ან  მლაშე წყლის დიდი მასა, რომელიც შემოსაზღვრულია ნაწილობრივ მიწით. 


ტბა არის მასა შედარებით ახალი ან მლაშე წყლის მნიშვნელოვანი ზომის, რომელიც მთლიანადაა გარშემორტყმული მიწით და არ არის დაკავშირებული ზღვასთან და ოკეანესთან. 



მართალია, გაერთიანებული ერების კონვენცია ზღვის სამართლებრივ სტატუსის შესახებ არ გვაძლევს ზღვის სამართლებრივ დეფინიციას, მაგრამ ის განსაზღვრავს დახურულ და ნახევრად დახურულ ზღვებს. კერძოდ, 122- მუხლი კონვენციის მიზნების შესახებ "დახურულ და ნახევრად დახურული ზღვა" ნიშნავს ყურეს, აუზს ან ზღვას, რომელიც გარშემორტყმულია ორი ან მეტი სახელმწიფოთი და დაკავშირებული სხვა ზღვასთან ან ოკეანესთან ვიწრო გასასვლელით ან შედგება მთლიანად ან ძირითადად ტერიტორიული ზღვისგან და ორი ან მეტი ზღვისპირა სახელმწიფოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისგან. 
გარდა გაერთიანებული ერების კონვენციისა არსებობს ენციკლოპედიური განმარტებები ნახევრად დახურული ზღვების. კერძოდ, დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, რომელიც საკმაოდ დეტალურია, ზღვაა, თუ ნაწილობრივ ესაზღვრება კონტინენტს და გამოყოფილია ოკეანისგან ან ახლომდებარე ზღვისგან კუნძულებით ან კუნძულთა ჯაჭვით. ნახევრად დახურული ზღვის დინებები ქმნის ცირკულაციის დამოუკიდებელ სისტემას. ტემპერატურა, მარილიანობა, ჰიდოლოგიურ და ჰიდროქიმიურ მახასიათებლებს აქვთ თავიანთი რეჟიმი, რომელიც მეტნაკლებად განიცდის მიმდებარე წყლების გავლენას. ნახევრად დახურული ზღვების მაგალითს წარმოადგენს მარჯნის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ოხოტის ზღვა, ბერინგის ზღვა და კარიბის ზღვა.  
ნათელია, რომ ერთადერთი შანსი განისაზღვროს ეს სტატუსი არის საზღვაო კონვენციის 122–ე მუხლის გამოყენება. ამიტომ უფრო მეტი ყურადღება უნდა იქნას გადატანილი 122–ე მუხლის გახილვაზე. ამ მუხლში ხაზგასმულია რამდენიმე ნიშანი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული კონკრეტული წყლის სივრცის სტატუსის განსაზღვრისას. 
მაგრამ სანამ განვიხილავთ დეტალებს, საინტერესო იქნება შევეხოთ კასპიის ზღვისპირა ქვეყნების პოზიციებს 122–ე მუხლის შედგენის პროცესში. ირანის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ ტერმინი "enclosed sea" არ უნდა აგვერიოს ტერმინში "closed sea" და ეს ტერმინი უნდა იქნას გამოყენებული მკაცრი გაგებით, მხოლოდ წყლის მცირე მოცულობასთან მიმართებაში, მაგალითად, როგორიცაა სპარსეთის ყურე და ბალტიის ზღვა. ტერმინ "closed sea"–ის ფარგლებში მოიაზრებდა ირანი კასპიის ზღვას. იგივე პოზიცია დააფიქსირა ყოფილმა სსრკ–მ. ცნობილმა საბჭოთა იურისტებმა კასპიის ზღვასთან დაკავშირებით შეიმუშავეს კონცეფცია "mare clausum". სხვადასხვა ოფიციალურ პუბლიკაციებში კასპიის ზღვა არაპირდაპირ და ზოგჯერ პირდაპირ ცხადდებოდა როგორც "closed sea".  იგივე მიდგომა შემუშავდა მე–19 საუკუნეში და მოგვიანებითაც, როცა კასპიის ზღვა გამოცხადდა რუსეთისა და ირანის ზღვად. ტერმინმა "closed sea"  განსხვავებული მნიშვნელობა გააჩინა ტერმინ "enclosed sea"–სთან მიმართებაში და უფრო ახლოს დგას "mare clausum"–ს დეფინიციასთან, რომელიც შემუშავდა ჯონ სელდენის მიერ მე–16 საუკუნეში განსხვავებით 122–ე მუხლისგან. 
არავინ დაობს, რომ დღეს სურათი განსხვავებულია და ახალმა რეალობამ შეიძლება გამოაჩინოს ახალი საკანონმდებლო მიდგომები. 
რომ მივუბრუნდეთ დახურული ზღვისა და ნახევრად დახურული ზღვის ტერმინების განმარტებას ორ ძირითად მხარეს უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან ისინი არის უმნიშვნელოვანესი კასპიის ზღვის კონტექსტში. კერძოდ, კავშირი სხვა საზღვაო ტერიტორიასთან და ტერიტორიული ზღვის არსებობა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების. 
თუმცა არ არის ბუნებრივი წყალსავალი გზები, რომელიც დააკავშირებდა კასპიის ზღვას მსოფლიო ოკეანესთან, კონტექსტში იგულისხმება ვოლგა–დონის არხი, როგორც დამაკავშირებელი შავ ზღვასთან და შესაბამისად მსოფლიო ოკეანესთან. ეს არგუმენტი სხვადასხვა მიზეზთა გამო არ არის სოლიდური გაერთიანებული ერების საზღვაო კონვენციის გამოსაყენებლად კასპიის ზღვასთან მიმართებაში. აქ არის წამოჭრილი ორი მთავარი საკითხი: 1. ვოლგა–დონის არხი არ არის ბუნებრივი წყალსავალი გზა, არც პირდაპირ საერთაშორისო ნავიგაციისთვის გამოიყენება და 2. ვოლგა–დონი არის ლოკალიზებული მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე და შედის რუსეთის ფედერაციის შიდა წყლებში.
შეიძლება სადაო იყოს, რომ საზღვაო სამართლის კონვენცია არ განსაზღვრავს "ვიწრო გასასვლელს", როგორც აუცილებლად წყალსავალ გზას, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვოლგა–დონი თავის მხრივ არ არის ნაწილი გაერთიანებული ერების საზღვაო სამართლის კონვენციის ან სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების, არ მეტყველებს მის სასარგებლოდ. აქ ნავიგაცია არ შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ნავიგაციად, რადგან სანავიგაციო უფლებები მთლიანად კონტროლდება სახელმწიფო ორგანოების მიერ და გარედან ჩარევა დაუშვებელია. მეორე მხრივ, ვოლგა–დონზე ნავიგაცია აკრძალულია ტექნიკური მიზეზებიც გამოც და მხოლოდ 5000 დვტ–ზე ნაკლები გემებისთვის არის ნებადართული. ამგვარად, გაერთიანებული ერების ამ კონვენციის იდეა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ნავიგაციას აქ ვერ იქნება გათვალისწინებული. 
მეორე კითხვა დაკავშირებულია ტერიტორიული ზღვებისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების არსებობასთან კასპიის ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვის სივრცე იძლევა საშუალებას დაამტკიცო არა მხოლოდ ტერიტორიული ზღვები, არამედ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები, ეს არ არის საკმარისი საფუძველი ამ ზონების აღიარებისთვის. საქმე ისაა, რომ ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები არის საღვაო ზონა და ამ გადმოსახედიდან, თუ არ არის ზღვა არ არსებობს არანაირი საზღვაო ზონა. ამიტომ მხოლოდ კასპიის ზღვის, როგორც ნამდვილი ზღვის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება წამოიჭრას საკითხი ტერიტორიული წყლებისა და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების შესახებ.  
და ბოლოს, საინტერესო ჩანს დაიცვან სხვადასხვა კონვენციები გადაზიდვებთან დაკავშირებით, კერძოდ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სავალდებულო კონვენციები. მათი უმრავლესობა შეიცავს პირდაპირ მინიშნებას კასპიის ზღვაზე ნავიგაციის შესახებ, დიდი ტბების მსგავსად დოკუმენტების საფუძველზე.  მაგ.: 1966 წლის საერთაშორისო კონვენცია დატვირთული ხაზების შესახებ აცხადებს, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ შეუძლია დაუშვას გემები მხოლოდ ნავიგაციისთვის მათ შორის კასპიის ზღვაზე. იგივეს აცხადებს 1969 წლის საერთაშორისო კონვენცია გემების მასის განსაზღვრასთან. 


ეს შეიძლება გაგებულ იქნას, როგრც არგუმენტი, რომ კასპიის ზღვაზე ნავიგაციის განსაზღვრა არ არის საერთაშორისო რეგულირების საგანი და შეუვალი დებულებები გათანაბრებულია დიდი ტბებისა და სხვადასხვა სანავიგაციო მდინარეებთან, ის ნამდვილად არ განიხილება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრად და შესაბამისად მისი წევრი სახელმწიფოების.


გარემოსდაცვითი საკითხები



კასპიის ზღვის ისტორია ავლენს გარემოს სისტემას, რომელიც უდიდეს გავლენას განიცდის ბუნებრივი ფაქტორებისა და ადამიანთა სარგებლობისგან. არსებულ მძიმე ეკოლოგიურ პირობებში, ნავთობისა და გაზის რესურსების განვითარების მომავალს აქვს პოტენციალი გამოიწვიოს გარემოზე უდიდესი გავლენა, რასაც შეუძლია საწვავი დაამატოს რეგიონალური დაძაბულობის მიზეზთა შორის, როგორიცაა ნაციონალური უსაფრთხოება, თევზჭერის რესურსები, წყლის ხარისხი, ნავთობისა და გაზის უფლებები, მილსადენის მარშრუტები და მიწათსარგებლობა. 
კასპიის ზღვის სტატუსის განსაზღვრა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. რადგანაც კასპიის ზღვა არის მდიდარი როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი რესურსებით, რომლებიც არაგონივრულად გამოიყენება, გარემოსდაცვითი რისკები არის ძალიან მაღალი. ამიტომ, ისეთ სიტუაციაში, როდესაც წყლისა და წიაღისეულის სტატუსი და ამგვარი მკაცრი და მკაფიო ზღვისპირა ქვეყნების უფლებებისა და მოვალეობების გაცხადებული ხედვა, როდესაც არ არის განსაზღვრული კონკრეტული პასუხისმგებლობა ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე სახელწიფოებისთვის, ცოცხალი რესურსების დაკონსერვება, ისევე როგორც გარემოს, ზოგადად ჩანს განუხორციელებელი ამოცანა. 
მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვა რჩება როგორც გაერთიანებული ერების საზღვაო სამართლის დოკუმენტისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიღმა, რომლებიც დაკავშირებულია საზღვაო გარემოს დაცვასთან, მაგ.: ლონდონის კონვენცია და სხვა., ყველა აუზის ქვეყნები არიან წევრები სხვადასხვა გაეროს კონვენციების გარემოს, მათ შორის ცვლილებასთან დაკავშირებული ჩარჩო კონვენციის და ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა დაიცვან გარემო რეგიონში. ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით კასპიის ზღვის დელიმიტაციის საკითხი კვლავ ხდება აქტუალური, რადგან სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა მკაფიოდ უნდა განისაზღვროს. 
მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 ზღვისპირა ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა 1992 წ.რომლითაც ჩამოყალიბდა ორგანიზაცია კასპიის ზღვის კონსერვაციისთვის, არსებითად ზღვის რესურსების ექსპლუატაციისთვის. მაგრამ მკაფიო საზღვაო საზღვრების დადგენის გარეშე, მათ შორის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ეფექტური შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელია. 


დასკვნა
კასპიის ზღვის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ნავთობისა და გაზის რესურსებთან ერთად სამართლებრივი სტატუსის გადაწყვეტის გზა სცდება წმინდა სამართლებრივ საკითხებს და იძენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებები ჩატარდა აუზის ქვეყნებს შორის, აშკარაა, რომ თუ ერთობლივი შეთანხმება არ მოხდა 5 სახელმწიფოს შორის ვერანაირი კასპიის ზღვის სტატუსი ვერ განისაზღვრება. 
მართალია, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ  კასპიის ზღვა მკაცრი გაგებით არის ტბა, მაგრამ ის უდაოდ ატარებს ზღვის მახასიათებლებსაც (ზომა, კონტინენტური შელფი, მლაშე წყალი). აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია დაექვემდებაროს მხოლოდ ან შიდა წყლების ან საზღვაო ზონების წესებს. ჩვენ შეგვიძლია კასპიის ზღვის სტატუსი განვსაზღვროთ როგორც სპეციალური რეჟიმის ქვეშ არსებული შესაბამისი კონვენციით. დისკუსიები უნდა იყოს გახსნილი არა კასპიური სახელმწიფოებისთვისაც, რადგან სტატუსი გავლენას ახდენს არა მხოლოდ აუზის ქვეყნებზე, არამედ სხვადასხვა მხარეების ინტერესებზე.


წიაღისეულისა და წყლის სივრცის სტატუსის შესახებ საზღვაო სამართლის კონვენციით შეიძლება განსაზღვრო ყოველგვარი პირდაპირი მითითების გარეშე კონკრეტულ თავებში. გარდა ამისა, ძალიან მკაფიო და პირდაპირი მინიშნება შეიძლება გაკეთდეს, რომ ასეთი განცხადება არ ცვლის კასპიის ზღვის სტატუსს ტბიდან ზღვად და არ ქმნის სამართლებრივ ბაზისს საერთაშორისო საზღვაო კონვენციის სავალდებულო დოკუმენტისთვის თუ საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსის შესახებ იქნება ტბის სასარგებლოდ. 
კასპიის ზღვის წყლის სივრცის სტატუსის განსაზღვრის პროცესში ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის კონცეფცია შესაძლოა ფართოდ იქნას გამოყენებული. სუვერენული უფლებები ბუნებრივ ცოცხალ რესურსებზე , ისევე როგორც ექსკლუზიური უფლებები ხელოვნური კუნძულების აშენებაზე, მოითხოვს სამეცნიერო კვლევებს და გარემოს დაცვა უნდა გადაეცეს ვალდებულებად აუზის ქვეყნებს კასპიის ზღვის ზოგიერთ ნაწილზე მისი იურისდიქციის ფარგლებში. 
დელიმიტაციის მიზნით შეიძება გამოყენებულ იქნას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ნამდვილად არის ფართო დაწყებული ჩრდილოეთის ზღვის კონტინენტური შელფის საქმის განაჩენით 1669 წ. დამთავრებული ახლახანს შავი ზღვის ერთი კონტინენტური შელფის საქმით. 
იმ შემთხვევაში თუ აუზის ქვეყნები შეთანხმდებიან წყლის სივრცის გაყოფაზე, კონტინენტური შელფის დელიმიტაცია ასევე წამოჭრის ამ პრობლემას. ზოგადი წესით, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო კანონით ამბობს, რომ კონტინენტური შელფის საზღვრები ემთხვევა ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის საზღვრებს. ამიტომ სამართლებრივი სტატუსი წიაღისეულისა და წყლის რესურსების შეიძლება განსხვავდება, მაგრამ საზღვრები ემთხვევა ერთმანეთს. 
კასპიის ზღვის ეკოლოგია არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. წყლის მძიმე დაბინძურებამ შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ შორეულ რეგიონებშიც. ამიტომ, მნიშნელოვანია, რომ მრავალმხრივი კონვენცია გაფორმდეს აუზის ქვეყნების მიერ გაფართოების +  ჩარჩო კონვენცია კასპიის ზღვის საზღვაო გარემოს დასაცავად. 
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment