პატარა ჯარისკაცი

წარმოგიდგენთ იორდანიის ჩეჩნური დიასპორის წევრის როზა ბინოს პოემას
პატარა ჯარისკაცი

რა დაემართა ბავშვს? 
რატომ ვხედავ დამსხვრეული ბედნიერების ანარეკლს ღრმად მის თვალებში?
მის პატარა სხეულზე ომი არის დახატული,
შიში სუფევს მის ანგელოზებრ სახეზე,
ფეიერვერკის დანახვისას ის გარბის და იმალება...
ისინი იღვიძებენ ცხოვრებისეული კოშმარებით,
მაშინ, როდესაც ომის გუგუნი გამხდარა მათი იავნანა.

ერთხელ მეგობარმა მისცა მას სათამაშო იარაღი...
ის იმდენად შეძრწუნდა, 
რომ აღმოხდა:

"ეს არის სათამაშო, რომელმაც მამაჩემი წაიყვანა შორს,
ეს არის სათამაშო,  რომლის გამოც ტირის დედაჩემი ყოველ დღე,
ეს არის სათამაშო, რომელმაც დაანგრია სათამაშო მოედანი,
სადაც მე და ჩემი მეგობრები ვთამაშობდით..."

მეგობარს არ ესმოდა მისი თვალების გამომეტყველება,
მისი სახე, რომელზეც წამოიმართა ბნელი მოგონებების სურათი
და დასახლდა ღრმად მის თვალებში...

ეს პატარა ჯარისკაცი,
ეს პატარა ბიჭი არის უძილო ყოველ ღამით,
მონსტრები ნელ-ნელა სეირნობენ მის გონებაში
ახსენებენ, რაც დატოვა წარსულში...
მილიონობით კითხვები უტევენ მას:

"ვინ ვარ მე და სად ვდგავარ?
როდის გავჩერდი და დავეცი, როგორც უკანასკნელი ცრემლის წვეთი?
როდის გავხდი ის, ვინც ვარ მე დღეს?
როდის გახდა ეს შემოდგომა ჩემი მზიანი მაისი?
როგორ ვიპოვე თავშესაფარი ამ ცივ მარტოხელა ზამთარში?
რატომ ვგრძნობ ესოდენ სიცარიელესა და ამაოებას შიგნით?..."

ეს პატარა ბიჭი უკვე აღარაა ბავშვი,
ეს ბავშვი არის უკვე პატარა ჯარისკაცი!
ის ზის და გასცქერის მზის ჩასვლას
და ფიქრობს დღეზე, როდესაც დაბრუნდება უკან 
და ითამაშებს დამალობანას იმ კაცებთან ერთად 
და მათი საშინელი იარაღით,

მაგრამ დღეს დედა აჩერებს მას და აიძულებს დარჩენას,
ამ დროს, ის ადანაშაულებს მათ ბავშვობის მოპარვაში!
ეს პატარა ჯარისკაცი არის სამი წლის და ერთ დღესაც ის
საფუძველს ჩაუყრის
თავისუფალ ჩეჩნეთს! 
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment