“საბავშვო ენციკლოპედია”

"საბავშვო ენციკლოპედია" არის საზოგადოებრივ–რელიგიურ ინტერნეტჟურნალ "ამბიონის" პროექტი, რომელიც I-XII კლასიის მოსწავლეებს აძლევს შანსს გახდეს შემეცნებით–საგანმანათლებლო, გასართობი საბავშვო გადაცემის წამყვანი. პროექტის ხელმძღვანელის მიერ შერჩეული ბავშვები მათთვის საინტერესო თემებზე (მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი) იღებენ ინტერვიუებს კვალიფიციური პირებისგან. ბავშვებს საშუალება ეძლევათ გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო თემის შესახებ და ამავდროულად, მიიღონ ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება.

აღნიშნულ პროექტში ჩართული აღმოვჩნდი მეც. უფრო კონკრეტულად კი, ორი თემის შესახებ ჩავწერე ინტერვიუ: 1. ოსები და 2. კავკასიის რეგიონი. ეს ჩემთვისაც ძალიან კარგი გამოცდილება აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელს. შეიძლება ითქვას, რომ პირველად წარვსდექი საზოგადოების წინაშე როგორც კავკასიოლოგი და ვისაუბრე ჩემი სპეციალობის საკვლევ თემებზე. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოვიდა, გადაცემის ფორმატისა და სამიზნე ჯგუფის გათვალისწინებით შესაბამისი ინფორმაცია იქნა მიწოდებული ჩემი მხრიდან.

აქ წარმოდგენილია ჩემი მეორე ინტერვიუ. ხოლო პირველი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.





Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment