ისა მუნაევი უკრაინაში დაიღუპა

ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური ისა მუნაევი. ამის შესახებ ბატალიონ "დონბასის" მეთაური სემიონ სემენჩენკო იტყობინება. იჩქერიელი გენერლის დაღუპვის ფაქტს მისი მეუღლე ამინა ოკუევაც ადასტურებს.

ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუნაევი უკრაინაში გასული წლის ბოლოს გამოჩნდა და აქტიურად ჩაერთო ბრძოლებში სეპარატისტების წინააღმდეგ. მუნაევი თავს მოვალედ თვლიდა უკრაინის ერთიანობა დაეცვა და ვალი გადაეხადა იმისათვის, რომ უკრაინელები ჩეჩნებს ბრძოლაში გვერდით ედგნენ და რუსული იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ამ ინტერვიუში ისა მუნაევი უკრაინაში ჩასვლის მიზეზებზე საუბრობს:



ისა მუნაევმა უკრაინაში გამგზავრებამდე საგანგებო მიმართვა გაავრცელა: 

"მე, ისა მუნაევი, ჩეჩენი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის, იჩქერიის მოქალაქე, ვუცხადებ მთელ მსოფლიოს - ჩემი ქვეყანა იჩქერია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
რუსეთის ფედერაციამ მოკლა რა 300 ათასი ჩემი თანამემამულე, 300 ათასჯერ მომკლა მე!
რუსეთის ფედერაციამ მოკლა რა ჩემი ხალხიდან 42 ათასი უცოდველი ბავშვი, 42 ათასჯერ მომიკლა შვილები მე!
რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც 255 ათასი ადამიანი ჩემი ხალხიდან გაატარა გამფილტრავ ბანაკებში, 255 ათასჯერ მაწამა მე!
რუსეთს ფედერაციას ჰყავს და აწამებს დღემდე თავის კონცლაგერებში 30 ათას ადამიანს ჩემი ხალხიდან და ამით, ყოველდღიურად ნაფლეთებად მიქცევს გულს!
რუსეთის ფედერაციამ გაანადგურა მშვიდობა ჩემი ხალხის და ამით გაანადგურა ჩემი მშვიდობა!
რუსეთის ფედერაციამ მოსწყვიტა სამშობლოს 250 ათასი ადამიანი ჩემი ხალხიდან, ამით მტანჯველი სასჯელი დამიწესა, რომელსაც ჰქვია - დარდი სამშობლოზე.
ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც არ ცხოვრობს ჩემი გრძნობებით და ჩემი ტკივილებით, ჩემთვის ასჯერ უფრო ნაძირალაა, ვიდრე რუსეთის ფედერაცია!
ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც არ ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის განადგურების აზრით, ჩემთვის იგივეა, რაც პუტინი!
ნებისმიერი ჩემი ხალხიდან, რომელიც ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერ სხვა ფორმატზე, ის პუტინზე უფრო ნაძირალაა!"

დავკარგეთ კიდევ ერთი თავისუფლებისთვის მებრძოლი კავკასიელი. ისა მუნაევი საკუთარი ხალხისა და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის გმირულად შეეწირა რუსეთის იმპერიის ვერაგულ მიზნებს. 

Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment