2015 წ.

რამდენიმე დღეში განახლდება სწავლა თსუ-ში და მეც მერვე სემესტრის სტუდენტი გავხდები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკალავრიატს ვამთავრებ. წინ რთული სემესტრი მელის. საბაკალავრო ნაშრომის წერა უკვე დაწყებული მაქვს. დასვენება და ენერგიის განახლებაც მოვახდინე, ენთუზიაზმიც ამიმაღლდა. ამ პოსტში კი მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული სემესტრის აქტივობები. გულწრფელად რომ ვთქვა, უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ განვითარდა ცუდად. შეიძლებოდა უკეთესი შედეგების ჩვენება, მით უმეტეს იდეებს არ ვუჩივი, მაგრამ იყო პრობლემები, იყო მცირე დამარცხებები სხვადასხვა ფრონტზე, რომლებმაც ვფიქრობ კიდევ უფრო გამაძლიერა. მიუხედავად ყველაფრისა მივიღე ძალიან დიდი და მომავლისთვის ნამდვილად საჭირო გამოცდილება. 

პირველი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც უნდა გამოვყოთ, არის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრობა. ვიყავი 2014 წლის მოწვევის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. ამ წელს ეს კომიტეტი პირველად შედგა და ამდენად, პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქმეს კარგად გავართვით თავი და მეტიც, ჩვენი კომიტეტი აშკარად გამორჩეული აღმოჩნდა სხვებისგან. ვმუშაობდით საკანონმდებლო ცვლილებებზე, სხვადასხვა პროექტებზე, ვხვდებოდით ექსპერტებს, ეწყობოდა დისკუსიები და გაკეთდა ინტერკომიტეტული ჯგუფებიც. 

ყველაფერი კი დაიწყო ერთი წლის წინ, როდესაც ძალიან რთული შესარჩევი ეტაპები გავიარე და ელ-ფოსტაზე დამხვდა წერილი:

სამწუხაროდ, პირველ, გახსნის ღონისძიებას ვერ დავესწარი სამსახურის გამო. ხოლო შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობდი ჩავრთულიყავი სხვადასხვა აქტივობებში. ქვემოთ წარმოდგენილია ფოტო ერთ-ერთი პლენარული სხდომიდან. მარჯვნივ, პირველ რიგში, ჩემი კომიტეტელები. ძალიან ძლიერ, მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდში აღმოვჩნდი; მათგან ბევრი რამ ვისწავლე და მივიღე კარგი გამოცდილება, როგორც საქმიანი, ასევე მეგობრული ურთიერთობების თვალსაზრისით. 


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო სოფ. დვანში ჩასვლა. ამ საზღვრისპირა სოფელში საფუძველი ჩაეყარა ეკლესიის მშენებლობას, ხოლო საღამოს გაიმართა კონცერტი. ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობას და განსაკუთრებით ბავშვების პრობლემებით დავინტერესდით. მეორე ვიზიტისას ახალგაზრდა პარლამენტარებმა ჩაიტანეს წიგნები ბიბლიოთეკისთვის "ერთი წიგნის კამპანიის" ფარგლებში.





ვმუშაობდით დიასპორის შესახებ კანონზე. მასში ცვლილებების შეტანის მიზნით შეხვედრა შედგა ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან, მერაბ ჩუხუასთან, რომელიც იყო ამ კანონის ერთ-ერთი ავტორი.


შეხვედრა შედგა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, კონსტანტინე სურგულაძესთან. რომელიც ასევე ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა. შევთანხმდით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაზე.




სამინისტროსთან უფრო აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ახალი მინისტრის, გელა დუმბაძის დანიშვნის შემდეგ.


ამ ურთიერთობებში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა მინისტრის პირველი მოადგილე, ზაალ სარაჯიშვილი. მისი რეკომენდაციით მოხდა ჩვენი დასწრება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში. ამავე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გელა დუმბაძეც.



საინტერესო შეხვედრა შედგა პაატა ზაქარეიშვილთან


ერთ-ერთი საკომიტეტო სხდომის შემდეგ დაუგეგმავად აღმოვჩნდით შალვა ნათელაშვილთან შეხვედრაზეც.


ესეც ბოლო პლენარული სხდომა


დახურვის ღონისძიება




წარმოვადგინე ის აქტივობები, სადაც შევძელი მონაწილეობის მიღება. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სახელით სხვა, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. ეს ნამდვილად იყო ღირებული გამოცდილება ჩემთვის. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია მოახდინო საკუთარი თავის წარმოჩენა. ეცნობი და თავად მონაწილეობ საპარლამენტო ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკის სკოლაა.

შემდეგი ჩემი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი. სადაც 6 თვის განმავლობაში ვისმენდი ლექციებს სხვადასხვა თემებზე, მივიღე მონაწილეობა ორ დისკუსიაში და ჩავატარე ერთი გამოკითხვა.




ყველაზე საინტერესო ჩემთვის აღმოჩნდა გელა ჩარკვიანთან შეხვედრა. მისი გამოცდილების გაზიარება და მისი ხედვის მოსმენა. 


აბაშაში მეგობრების მიწვევით ჩავატარე საქველმქოქმედო საღამო. ეს იყო ძალიან ემოციური დღე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. რადგანაც მივიღეთ დიდი სითბო საზოგადოებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ძალიან მაგარი დღე ვაჩუქეთ აბაშელებს.



იყო გამწვანების აქციაც დიღმის ტყე-პარკში




აქცია საყდრისის დაცვის მოთხოვნით. მართალია "მწვანე მუშტი" და საყდრისის დამცველები თვეებია იბრძვიან ამ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და არაერთი აქცია გამართეს, მაგრამ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის წინ შეკრება და იქ დაფიქსირება ჩვენი პოზიციის. აქციას ასევე შემოუერთდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, რაც სტიმულის მომცემი აღმოჩნდა ჩვენთვისაც.



წინასაახალწლოდ ვიყავით ბავშვთა სახლში და ბავშვებს გავულამაზეთ ერთი საღამო


კახეთის საინფორმაციო ცენტრში გავიარე ტრენინგები ფოტო-ვიდეო გადაღებასა და მონტაჟის შესახებ. გავიუმჯობესე ჩემი ტექნიკური უნარ-ჩვევები და საჭირო ლიცენზირებული პროგრამებიც ჩავიწერე.





მონაწილეობა მივიღე პროექტში "თსუ-დესპანი". ჩემს სკოლაში ჩავატარე პრეზენტაცია თსუ-ს შესახებ. პროექტი მოხალისეობრივ დონეზე ტარდება და მე მქონდა ორი ძლიერი მოტივაცია. პირველი დავბრუნებულიყავი ჩემს სკოლაში და საკლასო ოთახში მასწავლებლებთან საუბრის საშუალება მომცემოდა და მეორე, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გამეცნო ჩემი უნივერსიტეტი, მიმეწოდებინა მათთვის ძალიან საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა სპეციალობების, ფაკულტეტების, უნივერსიტეტში სწავლის შესახებ. შეხვედრამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.







Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment