დიმიტრი ერმაკოვი - ფოტოგრაფიის პიონერი კავკასიაში

დიმიტრი ერმაკოვი მიეკუთვნება ნოვატორ ხელოვანთა იმ მცირე ჯგუფს, რომლებმაც ფოტოგრაფიის განვითარებას საქათველოსა და რუსეთის იმპერიაში გაუკვალეს გზა. მათი ფოტოები იმ ეპოქის ანარეკლია, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. 
ერმაკოვი დაიბადა 1946 წელს და გარდაიცვალა 1916 წელს. ის დასაფლავებულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე. 
დიმიტრი იყო 20 წლის, როდესაც პირველად აიღო ხელში ფოტო-აპარატი და უკვე 5 წელში ის გახდა საყოველთაოდ აღიარებული, თავდაპირველად რუსეთის იმპერიაში, ხოლო შემდეგ ევროპასა და სპარსეთში. თბილისის სანკტ-პეტერბურგისა და პარიზის ჟურნალები ხშირად აქვეყნებდნენ მის ნამუშევრებს. მას ქონდა საკუთარი ფოტო-სტუდია საქართველოსა და რუსეთში, სადაც ქმნიდა პორტრეტებს, ატარებდა მასტერკლასებს და მართავდა დისკუსიებს არა მხოლოდ სურათების გარშემო, არამედ ზოგადად ხელოვნებისა და ისტორიის სხვადასხვა თემებზე. 
ერმაკოვი ბევრს მოგზაურობდა მთელს კავკასიაში და მისი გადაღებული ფოტოები ასახავს რეგიონის სხვადასხვა სახეს, სხვადასხვა ტომებს, ცხოვრებისეულ დეტალებსა და ასევე ლანდშაფტის სილამაზეს. მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ისტორიულ ციხე-სიმაგრეებს, კოშკებს, ეკლესიებსა და მონასტრებს, როგორც საერო ასევე სასულიერო ობიექტებს ამ რეგიონში. მისი ფოტოები არის მდიდრული და უნუკალური, ასახავს კავკასიის ისტორიას, ეთნოგრაფიას, არქეოლოგიას და კულტურას. 
1874 წელს, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა 28 წლის ერმაკოვმა თავისი ფოტოები გამოფინა პრესტიჟულ ფრანგ ფოტოგრაფთა საზოგადოების მეათე ფოტოგამოფენაზე პარიზში. მისმა ნამუშევრებმა გამოიწვია სენსაცია, რადგანაც პარიზულმა პრესამ გულუხვად შეაქო ერმაკოვის ნამუშევრების მხატვრული ღირებულება. საერთაშორისო აღიარებასთან ერთად ამ გამოფენამ ერმაკოვს მოუტანა დიდი გამოწვევები, მათ შორის სპარსეთის შაჰის შემოთავაზება. მან ერმაკოვი მიიწვია პირად ფოტოგრაფად. ერმაკოვი ამ ფაქტით ძალიან ამაყობდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ხაზს უსვამდა მის კავშირზე შაჰთან.  მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ბევრს საერთაშორისო გამოფენაში და 30-ზე მეტი ჯილდოც დაიმსახურა. 
მას შემდეგ რაც ერმაკოვი გახდა აღიარებული ფოტოგრაფი, გრაფ პრასკოვია უვაროვის მიერ აღიჭურვა მანდატით დოკუმენტირება მოეხდინა არქეოლოგიური აღმოჩენების, ეკლესიების, მონასტრების და მთელი რიგი უნიკალური ხატების. გრაფინია ცნობილია თავისი ექსპედიციებით კავკასიის რეგიონში და მის მიერ შეგროვებული მასალები ინახება როგორც თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, ასევე მოსკოვის ისტორიის მუზეუმსა და სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში. 1890-იანებში მან გამოაქვეყნა საკუთარი დასკვნები სერიაში "კავკასიის არქეოლოგიური მასალები" და 1902 წელს - არქეოლოგიური კატალოგი. ერმაკოვი იყო უამრავი ფოტოს ავტორი ამ პუბლიკაციებში. 

1910 წელს, უკვე მრავალ არქეოლოგიურ ექსპედიციასა და სხვა პროექტებში გამოცდილმა ერმაკოვმა მონაწილეობა მიიღო სვანეთის ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული არქეოლოგიის პატრიარქი და ცნობილი ხელოვნებათმცოდნე ექვთიმე თაყაიშვილი. ამ ექსპედიციის ფარგლებში ერმაკოვმა გადაიღო ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლები, უნიკალური საეკლესიო ხატები და სხვა საგნები, ასევე ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურობის ამსახველი კადრები.

თავისი კარიერის განმავლობაში ერმაკოვი ასევე იყო ჩასული და გადაიღო ფოტოები ადამიანებისა და ღირსშესანიშნაობების სპარსეთში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში. აქ გადაღებულმა ფოტოებმა დაიმსახურა განსაკუთრებული ყურადღება როგორც ამ ქვეყნების ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული მეცნიერებისა და მკვლევარების, ასევე ფართო საზოგადოების.

ერმაკოვმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომში. რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურის დავალებით მან გადაიღო ფოტოები ფრონტის წინა ხაზიდან სამხრეთ კავკასიაში. ეს ფოტოები არის უნიკალური და სამხედრო ისტორიკოსებისა და სხვა მეცნიერების გაცხოველებული ყურადღება მიიპყრო. 

ერმაკოვი არ ყოფილა მხოლოდ ფოტოგრაფი. ის ასევე იყო მეცნიერი და მკვლევარი. 1907 წელს, მის ნამუშევრებში აღბეჭდილი მონუმენტების უსაზღვრო სიყვარულის გამო, მას მიენიჭა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიური სამმართველოს წევრობა. მისი ფოტოები ადასტურებს უამრავ არქეოლოგიურ, არქიტექტურულ და ისტორიულ ფაქტს. მან იცოდა, რომ საგნები და სცენები, რასაც იღებდა, შევიდოდა ისტორიულ ჩანაწერებში და იქნებოდა ხელმისაწვდომი მომავალი თაობებისთვის. ამის გათვალისწინებით, ერმაკოვმა თავისი სამუშაო შეაფასა მეცნიერულად და ფოტოების სისტემატიზაცია მოახდინა.  1896 და 1901 წლებში მან გამოაქვეყნა ფოტოკატალოგი თბილისში. ეს კატალოგები დაწყობილია, როგორც რუსული ანბანის მიხედვით, ასევე თემების მიხედვით. ქალაქების ხედები, ისტორიული ძეგლები და ლანდშაფტი არის ერთ კატეგორიაში. ხოლო ადამიანთა პორტრეტები, რომელიც დაწვრილებით ყვება სახის სხვადასხვა ტიპებზე, და ეროვნული სამოსი არის სხვა კატეგორიაში. ფოტოები არის ორმაგად დათვლილი მისი შესაბამისი კატალოგებისა და ალბომების მიხედვით. და ეს დანომვრები შენახულია ავტორის ქსეროასლებში. კატალოგები ასევე ცალკე შეიცავს მთელ რიგ სტერეოსკოპურ ფოტოებს, რომელიც დალაგებულია ანბანის მიხედვით. ერმაკოვის ალბომები დაწყობილია მისი მხატვრული სტილისა და სისტემატიზაციის მიხედვით და დაინტერესებული ხალხისთვის შეთავაზებულია მზა სახით. 

გარდა ასეთი კარიერისა, ერმაკოვს ქონდა წარმატებული პირადი ცხოვრება. ის იყო დაქორწინებული ავსტრიული წარმომავლობის თბილისელ ქალზე, ანაზე. მასთან ყავდა სამი შვილი: ორი ბიჭი და ერთი გოგო. უფროსი შვილი, ივანე იყო სამხედრო ექიმი და მონაწილეობას იღებდა რუსეთ-იაპონიის ომში. შემდეგ ის დასახლდა მოსკოვში და მოიპოვა პოპულარობა როგორც ფსიქოანალიზში ფროიდის თეორიების პრაქტიკაში გამოყენების პიონერმა. უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე ცდილობდა გაჰყოლოდა მამის გზას, მაგრამ იყო ნაკლებად წარმატებული. ის დაიღუპა ახალგაზრდულ ასაკში საქართველოს 1920-იანი წლების შფოთის დროს. ერმაკოვის ქალიშვილი კი გათხოვდა პოლონური წარმომავლობის თავადზე და ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 

ერმაკოვის მდიდარი ფოტოგრაფიული ნამუშევრები არის უნიკალური მისი შინაარსით და აქვს დიდი ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულება. მისი ფოტოების დიდი რაოდენობა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მოსკოვის სახელმწიფო ისტორიის მუზეუმში წითელ მოედანზე და სანკტ-პეტერბურგში რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში. მცირე რაოდენობის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში. 

ერმაკოვის ფოტო მემკვიდრეობისადმი საერთაშორისო ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და ზოგიერთმა პრესტიჟულმა დასავლურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სამეცნიერო წერილემი მისი ნამუშევრების შესახებ. ამავდროულად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქიმიური დამუშავებითა და ციფრული ტექნოლოგიებით მუშაობს ერმაკოვის ნამუშევრების შენარჩუნებაზე, რათა უზრუნველყოს მისი ნამუშევრების ჩვენთან კიდევ დიდხანს ყოფნა.

...





Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment