დაღესტნის გეოპოლიტიკური პოტენციალი

თარგმანი

ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონები და განსაკუთრებით დაღესტანი მდებარეობენ განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ტერიტორიაზე. აქ იკვეთება როგორც რეგიონალური ასევე მსოფლიო ინტერესები. რეგიონის გეოპოლიტიკურ სისტემაში დაღესტანი ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რასაც განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. იმის გამო, რომ დაღესტანზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში რუსეთი დგება მთელი ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვის საფრთხის წინაშე, დაღესტნის რეგიონს რუსეთის გეოპოლიტიკაში ერთგვარად ბასტიონის ღირებულება აქვს.

დაღესტნის რესპუბლიკა განლაგებულია ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ფედერაციის უკიდურეს სამხრეთში. მას ხმელეთითა და კასპიის ზღვით ესაზღვრება 5 სახელმწიფო: აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, თურქმენეთი და ირანი. რუსეთის ფედერაციის ფარგლებში დაღესტანი ესაზღვრება სტავროპოლის მხარეს, ყალმუხეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკებს. სხვადასხვა ტერიტორიებთან მოსაზღვრეობის გამო რესპუბლიკის ჩრდილოეთსა და სამხრეთში შესაძლებელია სატრანსპორტო მარშრუტებისა, ეკონომიკური ცენტრებისა, ენერგორესურსებისა და ნედლეულის თავმოყრა.

ამდენად, დაღესტანი იკავებს ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდებარეობას მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო გზების გადაკვეთაზე, დამაკავშირებელი ევროპისა, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. რესპუბლიკას აქვს კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩართულია რუსეთის სატრანსპორტო სისტემაში. იგი უზრუნველყოფს  პირდაპირ სახმელეთო და საზღვაო კავშირებს კავკასიასა და სამხრეთ–დასავლეთ აზიაში.

მთლიანი სიგრძე დაღესტნის ტერიტორიისა სამხრეთიდან ჩრდილოეთით არის დაახლოებით 400 კმ. ფართობი – 50,3 ათასი კვ. კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე – 530 კმ. ამას გარდა, რესპუბლიკა ფლობს რუსეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ხასიათდება ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგით, განსაკუთრებით ნახშირწყალბადებით, ბიოლოგიური რესურსებით, მათ შორის, ზუთხი, ასევე რეკრეაზიული რესურსებით ზღვის სანაპიროზე.

დაღესტნის რესპუბლიკა მოიცავს სხვადასხვა ფიზიკო–გეოგრაფიულ ზონებს: კასპიის დაბლობიდან დაწყებული, რომელიც მდებარობს ზღვის დონიდან 28 მეტრით დაბლა, მთიან მწვერვალებამდე 4 ათასი მეტრზე მეტი. ზოგადად დაყოფილია – დაბლობი ნაწილი, მთისწინეთი და მთა. დაღესტანს ასევე ყოფენ ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთ ნაწილი წარმოდგენილია დაბლობის სახით, ხოლო სამხრეთ რაიონები ხასიათდება დიდი კავკასიონის მთისწინეთისა და მთიანი ლანდშაფტებით.

სამხედრო–სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციისთვის დაღესტანი განიხილება, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, რუსეთის უშიშროების სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, როგორც პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი სამხრეთ საზღვრებზე, რათა შეინარჩუნოს გავლენა უზარმაზარ რეგიონზე, რომელიც მოიცავს მთელ კავკასიას, შუა და ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიას.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით აქტუალობას იძენს მზაობა და შესაძლებლობა სწრაფად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება არა მხოლოდ საგარეო გამოწვევებზე, არამედ ქვეყნის შიგნით არსებული ექსტრემისტული და სეპარატისტული ძალების მოქმედებებზე.

დაღესტანი განლაგებულია მნიშვნელოვანი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზების გადაკვეთაზე, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და საერთაშორისო ტრანზიტების დიდი პოტენციალით  საკუთარ ტერიტორიაზე. დღეს მას შეუძლია აქტიურად გამოიყენოს ფედერალური მნიშვნელობის სარკინიგზო და საავტომობილო გზები, საერთაშორისო საზღვაო პორტი, საერთორუსული მნიშვნელობის დიდი აეროპორტი. სატრანსპორტო კომუნიკაციების ჩქარი განვითარება გააძლიერებს საგარეო სავაჭრო ტრანსპორტირებას დაღესტანში, რაც შექმნის ყველა პირობას, რათა დაღესტანი გახდეს საეთაშორისო მნიშვნელობის ძირითადი კვანძი. მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის გამო დაღესტნის სატრანსპორტო კომპლექსს შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი ევროპის, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანისპირა ქვეყნებს შორის.


თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ბუნებრივი რესურსების მარაგითა და შიდა განვითარების სპეციფიკით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ეს რესპუბლიკა თამაშობს ერთ-ერთ ცენტრალურ როლს. ამავდროულად, უფრო და უფრო ხშირად ხდება სხვადასხვა საერთაშორისო გეოპოლიტიკური გადაჯგუფებების ცენტრში. ამ მხრივ, დაღესტნის როლი და ადგილი ცვალებად ძალთა ბალანსში უნდა განისაზღვროს რუსეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ირანის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების პრიზმაში.

ჩვენი აზრით, განსაკუთრებული როლი გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსის მიღწევაში უნდა ითამაშოს რუსეთის სტრატეგიულმა პარტნიორობამ აზერბაიჯანთან და ირანთან ერთობლივად. უნდა ვიცოდეთ, რომ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურა უფრო ხელს უწყობს კონსოლიდაციას, ვიდრე გამიჯვნას.  ამ თანამშრომლობით ძალიან დაინტერესებულია დაღესტანი, ხოლო რუსეთის თანამშრომლობის სტრატეგიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს აშშ-ს საკმაოდ წინააღმდეგობრივი პოზიცია ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში და ოსტატურად ისარგებლოს აშკარა უპირატესობით, რომელიც შეუძლია უზრუნველყოს ამ თანამშრომლობამ.

ვაშინქტონი დიდი ხანია ირანს განიხილავს, როგორც კონკურენტს. დიდი ხნის ახლოაღმოსავლური დილემა აშშ–სთვის დაკავშირებულია ნავთობის სტრატეგიასთან. თუკი ადრე აშშ ფსონს აკეთებდა სპარსეთის ყურეში საუდის არაბეთზე ირანის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ახლა ამერიკელები უპირატესობას ანიჭებენ კასპიისპირეთს და აზერბაიჯანს. აშშ ორივე მიმართულებით ცდილობს შეზღუდოს ირანის აქტივობები ნავთობის სფეროში.

ჩვენი აზრით, პერსპექტიული შეიძლება იყოს რუსეთის თანამშრომლობა ირანთან კასპიისპირეთის პრობლემებთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი ნავთობის ტრანსპორტირების გარშემო. რუსეთის თანამშრომლობა ირანთან ნავთობის სფეროში მეტწილად შემოიფარგლება დაბალანსებული პოლიტიკით ნავთობის კასპიისპირეთიდან ტრანსპორტირების გარშემო. გლობალური თამაშები სტრატეგიული გამარჯვებისთვის ნავთობის მარშრუტის შესარჩევად იწვევს პოლიტიკური რისკების სხვადასხვა კომპლექტს, რომლებიც რაციონალურ გადაწყვეტას საჭიროებენ.

ერთი რამ ცხადია, რომ ირანსა და რუსეთს, თავიანთი სტატუსითა და გეოგრაფიული მდებარეობით ბუნებრივად შეუძლიათ ითამაშონ გადამწყვეტი როლი კასპიის ზღვის ამ სტრატეგიულ თამაშში. ამერიკელებს უნდა ახსოვდეთ, რომ რუსეთის თანამშრომლობა ირანთან ამ რეგიონში წყვეტს ბევრ პრობლემას, ხოლო მათი დაპირისპირება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

რუსეთის და ირანის დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კასპიის ახალი სამართლებრივი სტატუსის მისაღებად ირანის მზადყოფნა გააღრმავონ თანამშრომლობა კასპიის ზღვის სხვადასხვა სფეროებში 1921 და 1940 წლებში მიღებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ამ პირობებში აუცილებელია მხარი დაეჭიროს კასპიის ზღვის სტატუსის ეტაპობრივ დადგენას, დაწყებული ფსკერზე არსებული წიაღისეულის დელიმიტაციით, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, ასევე გარკვეულწილად, ირანიც.

ეჭვგარეშეა, რომ რუსულ–ირანულ ურთიერთობების აქტივიზაციამ უნდა უზრუნველყოს დაღესტნის მეზობელ ხალხებთან კონტაქტების დინამიური ხასიათი, რადგანაც საგარეო ურთიერთობების განვითარება დაღესტანში მჭიდროდ უკავშირდება 
რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ხაზს. დაღესტნის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, ირანი თურქეთთან ერთად რჩება უმთავრესს პარტნიორ ქვეყნად ექსპორტ–იმპორტის ოპერაციებში დაღესტანში. მათ შორის დსთ–ს ქვეყნებში მათ ანგარიშზეა ექსპორტის ნახევარი. დაღესტნურ ტელეარხზე გადაცემაში დაღესტან–ირანის სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებზე იყო საუბარი, რომ ირანიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება ბევრად უფრო მაღალია ანალოგიურ მაჩვენებელთან ექსპორტულის. ირანული კომპანიები დაინტერესებას იჩენენ დაღესტნის ნავთობისა და გაზის რესურსებისადმი, ერთობლივი წარმოება და გადამუშავება სტრონციუმის კონცენტრატების, კვარცისა და ქვიშის ჩამოსხმა დაღესტნის დეპოზიტების ბაზაზე.

რუსულ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავშირები დაღესტანსა და აზერბაიჯანს შორის. ისტორიული ტრადიციების, ბუნებრივ–გეოგრაფიული და ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის წყალობით მათ აქვთ კარგი პერსპექტივები. საზღვრისპირა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების საქმეში დაღესტნის რესპუბლინა აზერბაიჯანთან ერთად სრულად აკმაყოფილებს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ხელს უწყობს "სამეზობლო სარტყლის" ფორმირებას რუსეთის საზღვრების მთელს პერიმეტრზე, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით – უზრუნველყოფს რესპუბლიკის  საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის სიმძლავრეს.

არსებული მდგომარეობა საერთაშორისო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა დაღესტნის რესპუბლიკის ვარაუდობს, რომ საზღვრისპირა თანამშრომლობა აზერბაიჯანთან იკავებს განსაკუთრებულ როლს. ეს ვლინდება ყველაზე უფრო ორმხრივ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში, თანამშრომლობაში მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროებში, ასევე თანამშრომლობაში ჩვენს თანამემამულეებთან – ეთნიკურ დაღესტნელებთან. 

ეკონომიკური კომპონენტი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ფოკუსი რესპუბლიკის საერთაშორისო საქმიანობაში.როგორც აჩვენებს პრაქტიკა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალურ–ჰუმანიტარული ასპექტი საზღვრისპირა თანამშრომლობისა, მათ შორის ფართო სპექტრი ხელმძღვანელების კონტაქტებისა სამინისტროების, დეპარტამენტების, რეგიონებისა და ქალაქების დონეზე, კულტურისა და განათლების სფეროში, მედიისა და სპორტის, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

გასულ წლებში დაღესტნის სასაზღვრო რეგიონები მხარს უჭერდნენ აქტიურ სავაჭრო და სხვა კავშირებს აზერბაიჯანის მეზობელ რეგიონებთან. დღეს მათი აქტიურობის გარკვეული შემცირება განაპირობა ობიექტურმა მიზეზებმა. უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის  წარმოქმნამ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სასაზღვრო პუნქტებში. მეორე მიზეზი – რეგიონში საერთაშორისო ტერორიზმის გააქტიურებაა, რაც იწვევს მუდმივი სტაბილური და უსაფრთხო ზოლის არ არსებობას საზღვრის გასწვრივ. ამ მხრივ, თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებში საზღვრისპირა თანამშრომლობის სრული განხორციელებისთვის დაღესტნის რესპუბლიკაში იზრდება მნიშვნელობა და როლი სასაზღვრო გადაკვეთების, საბაჟო გაფორმების პუნქტების, საერთაშორისო სატრანსპორტო კომუნიკაციების.



დაღესტნისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა პრობლემებს. ვინც ცხოვრობს დსთ–ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში. რესპუბლიკა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ხელს უწყობს შეიძინონ დაღესტნის ლიტერატურა,  სახელმძღვანელოები და სასაწავლო მასალები დაღესტნის ისტორიისა და მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესახებ, ჟურნალ–გაზეთები, ასევე დაღესტნური ნაციონალური კოსტიუმები. სამწუხაროდ, დახმარების აღმოჩენა მათ ეროვნულ–სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველგან ვერ ხერხდება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, აზერბაიჯანში არის შემთხვევები პირდაპირი და ირიბი ზეწოლისა ცალკეულ დაღესტნელებზე ეროვნული ნიშნით.

რელიგიური სიტუაციის ხასიათი აზერბაიჯანსა და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში მიუთითებს შეშფოთებაზე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების მხრიდან. ამგვარად მათ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ რელიგიური ფაქტორი ინტერესების რეალიზებისთვის რეგიონალურ პოლიტიკაში. ამიტომ, საჭიროა ყურადღების გამახვილება, რათა რუსეთის სასაზღვრო რეგიონები არ გახდნენ პლაცდარმი რელიგიური ექსტრემიზმისა, განვითარებადი პროექტები ძირს უთხრის უსაფრთხოებას არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს და მის ნაციონალურ ინტერესებს კავკასიაში, არამედ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებსაც.


წყარო: http://evrazia.org/article/2047 
Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment