საუნივერსიტეტო მარათონი თსუ-ში

თსუ -  დედა უნივერსიტეტი, რომელსაც "დედა" აღარა ყავს (დიდი ხანია უკვე) და აქეთ იქით აწყდება, ვის მიეკედლოს არ იცის; შფოთავს, იცვლის რექტორებს, ლექტორებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციას, დედინაცვლებს თუ მამინაცვლებს მაგრამ რჩება, ასე თუ ისე, N1 უნივერსიტეტად ჭ1 ქვეყანაში. ზრუნავს არა მარტო ჩვენს განათლებაზე, არამედ განწყობაზე, გვიქმნის არაერთ პრობლემასაც,  "ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლაა" -  პრინციპისთვის მოსამზადებლად. ამ მხრივ მუდმივად ვითარდება და ახალ სიურპრიზებს გვიმზადებს. თუმცა რჩება ერთი რამ, რაც ყოველი სემესტრის წინ მეორდება და კვლავინდებურად დიდი ბრწყინვალებით. "საგნების არჩევა თსუ-ში" უკვე გაცვეთილი თემა და მაინც ახალი, თუნდაც იმიტომ რომ ხვალ, ანუ 11 სექტემბერს იხსნება ბაზა აკადემიური რეგისტრაციისთვის და იწყება მარათონი. არავინ იცი რა "გაუთვალისწინებელი" შემთხვევები იქნება, რითი გაიმართლებს თავს ადმინისტრაცია და სტატისტიკური მონაცემებით რამდენი სტუდენტი დარჩება განაწყენებული, თუ უკმაყოფილო. განსაკუთრებით დაბნეული და საქმეში გაუცნობიერებელი პირველკურსელები გაიხსენებენ ამ დღეს დიდი გულისყურით.  ასეთნაირად გვიხუტებს და გვიღებს კარებს "დედა" უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელმაც ვერაფრით უზრუნველყო სასურველი და საჭირო საგნების სტუდენტებისთვის არჩევის შესაძლებლობა. 

მოკლედ ასე, შევდივართ საიტზე და ვიგებთ რომ ხვალ იწყება რეგისტრაცია შემდეგი წესით:
2013 – 2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 11 სექტემბერს. ამ დღეს სტუდენტებმა უნდა აირჩიონ მხოლოდ თავისი ფაკულტეტის საგნები. ბაზა სხვადასხვა ფაკულტეტებისთვის გაიხსნება განსხვავებულ დროს, კერძოდ: 
  • 9:00 სთ.   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან შიდასაუნივერსიტეტო მარათონში. 
  • 9:00 სთ.  - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა > ალბათ 10 საათი უნდა ეწეროს...











  • 11:00 სთ.-  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი -  აი მეც, ვემზადები გულდასმით და 11 საათზე საბრძოლო განწყობით ვიკავებ პოზიციებს კომპიუტერთან.














  • 13:00 სთ. - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები შემოგვიერთდებიან. ღირსეულ დახვედრას კი იმსახურებენ თავიანთი აქტიური საუნივერსიტეტო მოღვაწეობის გამო.














  • 15:00 სთ. - იურიდიული ფაკულტეტი -  აი, კანონის დამცველებიც გამოჩნდნენ ასპარეზზე. წინ მოუძღვის თემიდა, რაღა თქმა უნდა (ხარობენ ზეცაში ურანოსი და გეა).














  • 17:00 სთ. - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები შეეცდებიან გადალახონ დაბრკოლება და მიაღწიონ საფინალო ნიშნულს.














  • 17:00 სთ. - მედიცინის ფაკულტეტი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან ზემოთ ხსენებულ მარათონში. მიაღწია მედიცინამ მაღალ დონეს, მაგრამ დღის ამ მონაკვეთისთვის არა მგონია შეძლოს სიტუაციის დასტაბილურება. 







  • და ბოლოს, გვაფრთხილებს საიტი:
    12 სექტემბერს, 12:00 საათზე სტუდენტები აირჩევენ სხვა ფაკულტეტების შეთავაზებულ სასწავლო კურსებს.
    აქ ნამდვილად შვება ვიგრძენი. აჰა თქვენ მოედანი და იბურთავეთ, რამდენიც გსურთ 12-დანო. მოკლედ, მშვენიერი მარათონი გამოდის. მე კი მესამე წრეზე მივდივარ, მეხუთე სემესტრი და მეხუთედ ვიღებ მონაწილეობას ამ პროცესში. ვთქვათ ისიც, რომ დაუვიწყარ სანახაობას თან ახლავს გვერდითი მოვლენები, მძიმე სიმპტომებით. ცალკე გამწარებული და გადაღლილი ადმინისტრაცია დ ცალკე გაბრაზებული სტუდენტები, სოციალურ ქსელებში ატეხილი ალიაქოთი, "მოკავშირეების" ძებნა, აქტიური სტატუსები და კომენტარები; ახალი ბლოგებიც ამ თემაზე. უკმაყოფილო ფრაზები... გაურკვევლობა... 

    ესეც ვიდეო, რომელიც ალბათ ყველა თსუ-ელმა იცის, და არა მარტო მან.



    Share on Google Plus

    ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

    კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
      Blogger Comment
      Facebook Comment

    0 კომენტარი:

    Post a Comment