“მოჯაჰედების წიგნი” და შამილ ბასაევი

წიგნი არის დაწერილი ცნობილი ჩეჩენი მეთაურის, გენერალი შამილ ბასევის მიერ. სადაც მოჯაჰედების სასიცოცხლო ფილოსოფია, მისი ხასიათი, გამოცდილება, ტაქტიკური და სტრატეგიული იდეები არის აღწერილი მხატვრული ფორმით და ისლამის პოზიციიდან.
შამილ ბასაევი იყო ერთ-ერთი მთავარი ჩეჩენი შეიარაღებული ლიდერი, მთავარი ჩეჩნური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.
შამილ ბასაევი არის ცნობილი ავტორიტეტი სპეციალური სამხედრო ოპერაციების, სადაზვერვო-დივერსიული და პარტიზანული საბრზოლო ტაქტიკის, მცირე სამხედრო ძალებით  ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების წარმოების საქმეში.
„მოჯაჰედმა იცის რომ მტერი არსებობს იმისათვის რომ შეამოწმოს მისი რწმენა, მისი გამბედაობა, მისი დაჟინება, გადაწყვეტილების მიღების უნარი და მოთმინება. მტერი ებრძვის მას საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად ყოვლისშემძლე ალაჰისთვის.“ – შამილ ბასაევი.
Shamil_Basaev
შამილ ბასაევი დაიბადა ვედენოში 1965 წლიწ 14 იანვარს. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის მიწათმოწყობის ინჟინერთა ინსტიტუტში. მანამდე, სამჯერ აბარებდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ მოხვდა საკონკურსო გამოცდების შედეგად. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ამ დროს გახდა სპეცსამსახურების აგენტი, სუკის ან გრუ-ს.

ბასაევი თამაშობდა გროზნოს საფეხბურთო კლუბ „ტერეკში“. ჩეჩნეთში ეროვნული მოძრაობის დაწყებისას კი აქტიურად ჩაება მიმდინარე პროცესებში. კერძოდ, თეთრი სახლის დამცველთა რიგებში ჩადგა და დაუპირისპირდა გკჩპ-ს. მოგვიანებით არჩევნებში დამარცხდა ჯოხარ დუდაევთან და მისი მოწინააღმდეგე გახდა. ცნობილია, რომ კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა ყარაბაღსა და აფხაზეთის ომებში. აფხაზეთის შემთხვევაში მეთაურობდა გაგრის ფრონტს და იყო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მისი მოქმედებები ცუდად აისახა ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებზე. ამავდროულად, მას გაემიჯნა ჩეჩნეთის პრეზიდენტი. „ე.წ. მოხალისეებს, რომლებიც აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელით იბრძვიან, არაფერი საერთო არ აქვთ ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობასთან. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ესროლონ მათ და მოეპყრან, როგორც მტრებს! – ასეთი გახლდათ დუდაევის ოფიციალური განცხადება.
შამილ ბასაევის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს იგი დადგა სამშობლოს დასაცავად და რუსეთის ბაზაზე გაწვრთნილი ჯარისკაცეები გამოიყენა მის წინააღმდეგ. მის მიერ იქნა ორგანიზებული რამდენიმე ტერაქტი ჩრდილოეთ კავკასიაში. ბუდიონოვსკის შემდეგ კი მასზე ყველა ლაპარაკობდა, როგორც პარტიზანების ლიდერზე. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ვერ გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ინიშნებოდა სხვადასხვა თანამდებობებზე და მეთაურობდა ჯარის ნაწილებს.
იგი იყო ჩეჩენ ტერორისტთა შორის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ფიგურა, რთული ცხოვრებითა და გაურკვეველი დასასრულით.  ბასაევის შესახებ ყურადსაღები კომენტარი გააკეთა უკრაინელმა მოღვაწემ ანატოლი ლუპინოსმა: არასოდეს შემხვედრია ასეთი წინააღმდეგობით სავსე პიროვნება. შამილი დიდებული მეომარია, რომელიც არნახულად მამაცია, ყველა სახის იარაღს ვირტუოზულად ფლობს. მას შეუძლია იყოს დიდსულოვანი და ერთი წუთის შემდეგ სისასტიკეც ჩაიდინოს. შამილი ბრწყინვალე ორგანიზატორია. მას, როგორც ყველა ლიდერს, აქვს ამბიციები, მაგრამ არასოდეს გადადის ზღვარს. ამის გამო მას არასოდეს გადაუდგამს ანტიეროვნული ნაბიჯები, პირიქით, გადამწყვეტ მომენტში მუდამ დათმობაზე მიდიოდა. ამავე დროს, ბასაევს არ გააჩნია არც ანალიზის უნარი და არც პოლიტიკური ხედვა. ეს აისახა მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც, რამაც დიდი ზიანი მოუტანა მასაც და მთელ ჩეჩენ ერსაც.
2006 წლის 10 ივლისს ბასაევი იქნა მოკლული აფეთქების შედეგად. ჯერ კიდევ დაუდგენელია რა მოხდა და ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. ბასაევის მოღვაწეობის ნაშთად გვრჩება ზემოთ აღნიშნული მისი წიგნი. „მოჯაჰედების წიგნი“ დაწერილი აქვს პირველი ჩეჩნური ომის შემდგომ პერიოდში და მის წინასიტყვაობის თანახმად 2003 წლის მარტში მიიღო ასლი პაულო კოელიოს ნაშრომის  „წიგნი სინათლის ჯარისკაცის.“  მას სურდა, რომ მოჯაჰედებს სარგებელი მიეღოთ ამ წიგნიდან და გადაწყვიტა „ხელახლა გადაეწერა, ამოეღო ზოგი ზედმეტი რამ და გაეძლიერებინა ის რელიგიური ლექსებით, ჰადისებით და „მოწაფეების“ ცხოვრების შესახებ ისტორიებით.

Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment