მოსაზრებები კავკასიაზე

ვსაუბრობთ კვლავ კავკასიაზე, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან მხარეზე. 
გთავაზობთ ფრაზებს რომლითაც მოიხსენიებდნენ კავკასიას სხვადასხვა დროს:

მიწიერი სამოთხე
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდებულესი კუთხე
ადამისა და ევას დაბადების ადგილი
ამქვეყნიური ედემი
ქვეყნიერების მკაცრი მეუფე
დასახლებული მსოფლიოს ნაპირყური
დედამიწის ზურგზე ყველაზე ცნობილი მთა
გამაოგნებელი სილამაზის კუთხე
იდუმალებით მოცული ქვეყანა
მრისხანე მთა
ფანტასტიკური მხარე
პრომეთეს სისხლით მოსხურებული მიუვალი კლდე
კაცობრიობის აკვანი
აღმოსავლეთის გუშაგი
ღმერთებისა და ადამიანების ისტორია
აზიისა და ევროპის ტომებზე მოფენილი სიმშვენიერის ფიალა
უკიდეგანო თავისუფლების, ამოუწურავი პოეზიის, მდუღარე ყოფისა და თამამი ოცნების მხარე
ევროპისა და აზიის საზღვარი
ბედითი ხიდი ხალხებისა
პოეზიისა და მუზების სამშობლო
ენათა მუზეუმი
ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის
ცივილიზაციის აკვანი
კულტურათა თავშესაყარი

და ბოლოს, ჩემი რჩეული: 
ევრაზიის მზის წნული


ახლა კი რამდენიმე ცნობილი ადამიანის ნააზრევი:

ჰოლდერლინი: მაგრამ მე მაინც კავკასია მეპრიანება!
რადგან ამბად გამიგონია, რასაც დღესაც მალვით ჰყვებიან:
იქ პოეტები, მერცხლებივით გალაღებულნი
თავისუფლად დანავარდობენ...

 ინგლისელი მოგზაური ე.სპენსერი: (კავკასიაშია) გაერთიანებული ყოველივე ის, რაც ადამიანს აღაფრთოვანებს და შემოქმედებით ძალას ჰმატებს - ნაზი და ლამაზი, რომანტიკული და დიდებული

გერმანელი მწერალი ფ.ბოდენშტედტიერთად აღებული ევროპის მთიანეთი ისეთ მომაჯადოებელ გავლენას ვერ მოახდენს მნახველზე, როგორც დიდებული და მშვენიერი კავკასიონი.

ა.დიუმა: ჩვენს წინაშე გადაიშალა კავკასიონის დიადი ჯაჭვი, მყინვარწვერიდან იალბუზამდე... ჩვენ ერთხანს მდუმარეფ ვიდექით ამ ღვთაებრივი პანორამის წინაშე. ეს არ ჰგავდა არც ალპებს, არც პირინეებს, ეს არ ჰგავდა არაფერს იმას, რაც უკვე ნახული გვქონდა, ან რასაც ჩვენი მეხსიერება მოგვაგონებდა, რაზეც ჩვენს წარმოდგენას ოდესმე უოცნებია.ჩვენს თვალწინ იყო კავკასიონი, ესე იგი ის თეატრი, სადაც პირველმა ანტიკურმა დრამატულმა პოეტმა თავისი პირველი დრამა დადგა, რომლის გმირი ტიტანია, ხოლო მსახიობები - ღმერთები!.. ახლა გასაგებია, რატომ ჩამოიყვანეს ადამიანთა მოდგმა ბერძნებმა ამ საუცხოო მწვერვალებიდან. აი, ამაშია ისტორიული ქვეყნების უპირატესობა უცნობ ქვეყნებთან. კავკასია ისტორიაა ღმერთებისა და ადამიანებისა...



მ. ლერმონტოვი წერს მეგობარს: თუ შენ გაემგზავრები კავკასიაში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენ დიდ ფიზიკურ და ზნეობრივ სარგებელს მოგიტანს.

არ ვიცი კავკასია წარმოადგენს თუ არა შთაგონების ქვეყანას, მაგრამ ის უეჭველად არის სიყვარულის ქვეყანა.

გერმანელი არქეოლოგი ი.ვინკელმანი: ამჟამადაც ხომ არსებობს ხალხი დედამიწის რომელიმე კუთხეში, სადაც რაკიღა ყველა ლამაზია, ამიტომ სილამაზე უპირატესობად არ მიიჩნევა. მოგზაურები ერთხმად ამბობენ ამას ქართველებზე... ასეთი მოწმენდილი ცა ხელს უწყობს ულამაზესი და ტანკენარი ადამიანების გაჩენასა და ზრდა-განვითარებას, რომელთა იერი პირწმინდად ესადაგება მათსავე თანდაყოლილ ზნეობას. ამ მოსაზრებას სავსებით ადასტურებს ლამაზი ადამიანების ქვეყანა -  საქართველო, რომელიც ასეთ ნაყოფიერებას მოკრიალებულ და უღრუბლო ზეცას უნდა უმადლოდეს.


ი.კანტი: ყველა ევროპელი მოგზაური, ვინც ჩერქეზეთსა დ საქართველოში ყოფილა, ერთხმად აღიარებს ჩერქეზი და ქართველი ქალიშვილების სილამაზესა და მომხიბვლელობას. თურქები, არაბები და სპარსელები იზიარებენ ამ მოსაზრებას, რადგან გულით სწადდათ თავიანთი ხალხი ქართველთა სისხლით გაეკეთილშობილებინათ, რადაც სპარსულმა რასამ მიაღწია კიდევაც.


გ.სპენსერი: კავკასიაში სახლობს მამაცი, თავისუფლებისმოყვარე, მიმზიდველი და ალბათ, მსოფლიოში უძველესი ხალხი,“ რომელსაც „თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა ურჩევნია უცხოელების ოქროს და მშობლიურ მთებსა და თავისუფლებას ამჯობინებს უცხოელების მიერ შემოთავაზებულ სიმდიდრესა და ბრწყინვალებას... აქ მოსახლე ტომები ის ხალხია, ვისთვისაც სამშობლოს სიყვარული ყველაზე უძვირფასეს გრძნობას წარმოადგენს, რომლებიც თავისუფლებისთვის გამუდმებულ ომებში არ იშურებენ არც სულს, არც ხორცს...


დონ კრისტფორო დე კასტელი : შეხედეთ ქართველი ქალების სადა ჩაცმულობას, ჩვენი ქალების შესარცხვენად, რომელნიც ფუქსავატნი და თავშეუკავებელნი არიან

ე. მარკოვი: კავკასიელი ბევრად უფრო ლაზათიანად იმოსება, ვიდრე ევროპელი, შეხედეთ მთიელს. ისინი წარმოსადეგი, ბრგე ადამიანეი არიან, რომელთა ტანსაცმელი არ ფარავს არც მათ სიმაღლეს და არც მათ ტანადობას. კავკასიურ ტანსაცმელში გამოწყობილნი, გეგონებათ, ყველანი ვაჟკაცებია, ყველანი მარჯვენი და გამბედავნია. ესაა სამოსელი ადმიანისა, რომელიც აღსავსეა სიამაყითა და საკუთარი ღირსების გრძნობით.

გეორგ ვილჰელ ფრიდრიხ ჰეგელი: მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლიტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლიტურ დამოუკიდებლობას... აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება.


და ბოლოს, არ შეიძლება არ ითქვას ზვიად გამსახურდიას სიტყვები:

კავკასია უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენია თავისი მრავალფეროვნებით. თავისთავადი კულტურებით, ერებს შორის მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციებით, განუმეორებელი ისტორიით, ლანდშაფტით, ფლორითა და ფაუნით.




Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment