სუვერენობა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა

ყველა ერის უდაო და აუცილებელი მიზანია მისი თავისუფლება-სუვერენობა. მხოლოდ საკითხია რის შედეგად ხდება რეალურად შესაძლებელი, რომ მან იქონიოს პრაქტიკული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. 

დღეს ალბათ ვერ ნახავთ ისეთ მიუდგომელსა და საქმეში ჩახედულ კეცს, რომ ჩვენი ერის სუვერენობის კანონიერებას და სიმართლეს არ აღიარებდეს. მართლაც, რომ მოვიგონოთ ბევრი პატარა და დამოუკიდებელი სახელმწიფო მათი წარსული თუ ეროვნული პოტენცია, მაშინვე დავინახავთ, ჩვენი ქვეყნის საამისო უფლებას და ბრძოლის აზრს. ტერიტორიალურად ბევრია მასზედ უმცროსი და ზოგჯერ რიცხვობრივადაც. რაც დრო მიდის, იმდენად მეტად ირკვევა ჩვენი ერის წვლილი საერთაშორისო განათლებაში. შორეულ წარსულის მქონეს ჯქონია დიადი ეპოპეიაც და ჰყოლია დიდი პირნი. იმ დროც როცა ბევრი ერი ტყეში ბინადრობდა, ჩვენი ერი უკვე კულტურულ ცხოვრეას ეწეოდა. ქრისტიანულ ცივილიზაციისათვის მისი სამსახური ხომ ლეგენდარულია. წამებული წმნინდა შუშანიკი თვით ქრისტეს ნებისყოფას მოგვაგონებს და წმნიდა ნინო კი ქრისტეს მშობლისას. მაგრამ ბევრს ვერა ნახავთ ერს, ხშირად უფრო მოზრდილს, რომელიც მოქცეულიყოს მისებრ მეტოქე მესაზღვრეებში და აგრე რაინდულად, უტყევლად გადაეტანოს ისტორიის ორომ ტრიალი. ეპოქების დასაწყისიდგან და დღემდის, მას ჰყოლია დიმიტრი თავდადებული, თავით და კონსტანტინე, თუ ცხრა ძმა ხერხეულიძენი. არაც ვიტყვით მირიან, დავით აღმაშენებელ, თამარ მედის თუ ვახტანგ მეექვსისა და რაკლი მეორის პიროვნებაზედ, კულტურულად და ფიზიკურად მომარჯვებულს ჩვენ ერს, დღის წესრიგში ამჟამად სუვერენობის საკითხი უდგას. ეს არის სახვალიო და გარდაუვალი აუცილებლობა, როგორც საბოლოვოდ ყველა ერების თავისუფლება. ამ ისტორიულ დინამიზმს ინერციულად თვით პროგრესი და კაცობრიობის სხვა ემსახურება.

მაგრამ გეოპოლიტიკურად ურთულეს მდგომარეობაში მოქცეულ საქართველოს, მოსაზღვრეთა საერთო დონის საგრძნობი განსხვავებით და ცივილიზაციის სხვა და სხვა ბაზით, მეტად დიპლომატიური და მოქცნილი საქციელი ესაჭიროება. დღის წესრიგში დასმული ჩვენი ერის სუვერენობის საკითხი მეტად ნათელია და შესაძლებელია განირჩეოდეს ზოგი ჩვენი მეზობელთა მდგომარეობისაგან. საქართველო ისტორიული და ჯერ კიდევ გუშინდელი სამეფო - ჩვენი დიდი უპირატესობაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დრო მაინც ყველა ჩვენ კავკასიელ ერთა სასარგებლოდ მიმდინარეობს და მისმა მაქსიმალურად გამოყენებამ, ყველას თავისუფლება- სუვერენობა უნდა დაგვიმკვიდროს.

სწორედ ასეთი ისტორიული უპირატესობა გვავალებს, რომ ჩვენმა ერმა ისტორიულად მოწოდებული კავკასიური პოლიტიკა ახორციელოს, რის მისახწევად წინ მავალ ერს ევალება გარდამავალ მოვლენების დიდი გაგება ჰქონდეს. ამის კარგად შესაგნებად მაგალითი თვით ქართულ ემიგრაციაშიც მოგვეპოვება. ეს მაგალითია ჩვენი მთავრობა (ყოფილი), რომელიც აგრე დაჩემებით განაგრძობს - სარგებლობს დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წარმომადგენლობით. მას ჰქონდა საამისო უპირატესობანი და ამ უპირატესობათა გამო დონეს შესაფერი მოვალეობა, რომ საერთო კავკასიური პასუხისმგებლობაც ეკისრნა, მაგრამ ეს ხელმძღვანელობა თავიდანვე შეჩერდა იმ პოლიტიკაზე, რომელიც დაკავშირებულია პოლონურ ინტერესებზე. მართალია, ის თითქოს სუნთქავს გარანტია - იმედის და მოლოდინის ატმოსფეროში, მაგრამ ასეთი პოლიტიკა განთავისუფლების საკითხის აკტუალობას ფეხ და ფეხ ვერ მისდევს. ქართველი ერი კი ბრძოლაშია და მას დიქატატურა - უცხო ქვეყანა მუსრავს. ყოფილი მთავრობის პოლიტიკის ხაზით ამრიგად, ქართული საკითხი სამემრისოდ არის გადადებული, და ისიც იმ დროს, როცა ქართველი ერის მაინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები მოითხოვენ სხვა გზას, რომელიც იქნება მიმართული მთელის და რეალური შესაძლებლობით რუსეთის წინააღმდეგ, რადგან, საქართველო უნდა აღდგეს ყოველის ღონისძიებით. იყო დრო, როდესაც საქართველოს მეფის გავლენა ვრცელდებოდა ტრაპეზუნიდან კასპიის ზღვამდე, კავკასიონიდგან - სპარსეთამდის. მეტიც, იყო ყანა, როცა შ.დადიანის რომანტიული თქმით, („უბედური რუსი“) ბიზანტია ეცემა და საქართველომ უნდა დაიკავოს მისი ადგილიო. მაგრამ დრონი მეფობენ და არა მეფენი. ყველა ერისათვის ბუნებრივია, რომ თუ კი ეს ოპორტუნულია და თუ ის მომწიფებულია ფსიქოლოგიურ-კულტურულად მოწოდებულ ადგილებში, თავის სრულქმნილების აღდგენას ეცადოს. სუვერენული ერის ისტორიული მოწოდება და მისი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შინაარსიც ეს არის. მაგრამ განსხვავება ამასა და იმპერიალიზმს შორის მაინც დიდია. აქვე ირკვევა, რომ ჯერ უნდა როგორმე ეს სუვერენობა გვქონდეს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შესაძლებლობა. სწორედ ამ მოსაზრება-მოტივმა გამოიწვია რომ ქართველი ერის გონება და გული - ილია, რამდენადაც ის რეალურად საქართველოს აზრი და პასუხისმგებელი პოლიტიკური მოღვაწე იყო, დინჯად მოექცა ზოგიერთ პოლიტიკურ ფრაზეოლოგების სიტყვათა თამაშს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ვინ შესძლებდა მასზე უკეთ ამის გამოთქმას? მაგრამ საკმაო იყო დიდი ილიას სადმე ყოფნა, რომ ხელი აგეღოთ ამ ფრაზეოლოგიაზედ და გაჰყოლოფით მას, რადგან გარდა ეროვნული საქმისა სხვა არაფერი გაკეთდებოდა.

ამრიგად, მანვე გვასწავლა დროსი და გარემოების შეფასება ამა თუ იმ საგნისადმი. ეს არა ნიშნავს, რომ სხვა საკითხვს არ უნდა ვსწავლობდეთ, ვსწერდეთ თუ ვზრუნავდეთ, რადგან ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილ დანიშნულება აქვს. ამნაირადვე დროსა და ახლო მომავალ პოლიტიკურ შესაძებლობათა პროგნოზით იყო გამოვეული უდიდეს ქართველ არჩ. ჯორჯაძის პარტიის მიერ მომდევნო ხანაში საქართველოს ავტონომიისათვის გაეული ღვაწლი. მაგრამ ვინ არ განიცდიდა არჩ. ჯორჯაძის მისრაფებას, გრძნობა-შეგნებასა და მრამს, თ რას ძიობდა ან რა ჰქონდა მას მიზანში ამოღებული? განა ყველასავის ცხადი არ იყო, რომ ის ძიობდა ერის სუვერენობა -დამოუკიდებლობას? ამ ორი დიდი ქართველის მაგალითი ცხად ჰყოფს იმასაც, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, როცა იცით თუ ვინაა აქა და იქ, ამა თუ იმ საქმეში ერის ინტერესთა გამომხატველი. მოგეხსენებათ, რომ არჩ. ჯორჯაძისათვის და მისი პარტიისათვის ავტონომიის საკითხის გამო, ქართულ საზოგადოებრიობაში, გარდა სწორედ მენშევიზმისა, არავის ქვა არ უსვრია და პირიქით, სხვისგან ნასროლი ქვისთვის თავი შეუშვერია თუ ის დაუმახინჯებია. მხოლოდ ისინი მას ამახინჯებდნენ არა ეროვნული მოსაზრებით, არამედ მარქსისტულად. არჩ. ჯორჯაძის პარტიამვე წამოაყენა ფედერალიზმის გონივრული სჯა ბაასი, მენშვიზმის ანტიეროვნულობასა და კოსმოპოლიტიზმის პრინციპის წინააღმდეგ. სწორედ ამით, იმ დროს ეს შეხედულება თავისუფალ ერთა თავისუფალ კავშირს უდრიდა.

საზოგადოთ, ყველა ეს მაგალითი იმას გვასწავლის თუ რაოდენ რთულია ქართველი ერის გამანთავისუფლებელ ბრძოლის ეტაპები და გზები. ამჟამად კი საქართველო გადავიდა ახალ და სხარიგ აკტუალურ სტადიაში. მაგრამ ის ყოველთვის ვითარდება. გამომდინარე მის მისწრაფებათანად და შეგუებული ირგვლივ არესთან. ამ მხრივ, არსულისამებრ წამებული საქართველო იმყოფება რუსეთ-ოსმალეთ-სპარსეთს გარდა, თვით კავკასიელ ერთა კომპლექსში. ამდენი ხნის ისტორიული ბრძოლებისა და დაკვირვების შემდეგ უდავოა, რომ საჭიროა ჯერ თვით ვვარგისიანობდეთ გვქონდეს იმედი და თუ გნებავთ საკუთარი ეროვნული მიტიკა, რომ ჩვენი ნიშანი მიზანში კარგად ამოვიღოთ. იგივე უნდა გახდეს თავისუფლების მიღწევის შემდეგაც ეროვნული წარმატების წყაროდ. ურომლისოდაც არც ერთი დიდი წარსულის ერი საგრძნობლად არ გამართულა წელში. მაგრამ ამ ყველაზედ მიუცილებელ მისტიკის რეალობა რესიპროკულად მოქცეულია თვით კავკასიელ ერებში. მხოლოდ მათ ძლიერ თანხმებაზედ არის დამოკიდებული საერთო ბედის გადაწყვეტა - დაცვა, არსებულ მომენტში. ვინც გამონახავს საამისოდ უკეთეს გზას, რაც შეიძლება ყველა იქ შემავალ წევრთა მისაღებად, ნაკლების ნაკლით, ის იქნება და ის გახდება მხსნელ მოვლენათა ხელმძღვანელად. ის მიგვიყვანს ერის თავისუფლება-სუვერენობამდის. ყველა ასეთ წამოწყებას ხელი უნდა შეეწყოს და ყველა მის პროცესში გაიბრძმიდოს.

დაბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ერთი დამორჩილებული ერი სუვერენობას არ მოელის ფილოსოფიურად, არამედ რეალურად და შემდეგ ცხადია, მას ექნება თავისი სახელმსიფოებრივი მისწრაფებადნი, ბალკანეთის ქვეყნების ესოდენი დაუცხრომლობა ამნაის მისწრაფებათა მიზეზით აიხსნება. მაგრამ რომელი მათგანია იტყოდეს, რომ ან დღეს ან სრულად ან არაფერი არასდროსო! ასეთი რამის თქმა პასუხისმგებელ და ეროვნულად მოწოდებულ მოღვაწეს არ შეუძლია და მისი ნეა ამას ვერც იტყვის. აქ სხვა ანაზაა საჭირო. აქ უნდა ითქვას: ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა! ამნაირი საკითხები არც. სავახშო საგანია და მხოლოდ შესაძლებლობა და ძალთა განწყობილების დარგს ეკუთვნიან. საქართველოს პყრობს ბოროტი რუსეთი და ეროვნულ საშიშროებაში მყოფი, იგი ყოველის ღონისძიებით სცდილობს განთავისუფლდეს მისგან, გახდეს დამოუკიდებელი. ჩვენთვის დიდი მაგალითია უკრაინელთა პირობები, რომელნიც ჩვენებ იბრძვიან თავისუფლებისათვის რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ თავისი სრულქმნილობის მისაღწევად მათ სხვა საკითხებიცა აქვთ. რამდენიმე მილიონი უკრაინელი პოლონეთის საძღვრებში სცხოვრობს. მაგრამ უკრაინელები პოლონეთს დღეს არ გაურბიაბ. არსებობს პლონელ ჩეხო-სლოვაკთა ამნაირივე მოვლენა, ეტნოგრაფიული მოტივი ამოძრავებს უნგრეთს და სხვათ. ჩვენი დიდი ილია ამბობდა „ქავათა ღაღადში“: თუ კი რომელიმე კუთხე ეტნოგრაფიული პრეტენზიების საფუძველს იძლევა, მის გადასაჭრელად მარტო სურვილი ან თუნდაც საბუთიანობაც არა კმარა. საჭიროა შესაძლებლობა უფლებიანობის ქონებაცაო.

მაშასადამე, სანამ ეს უფლებიანობა საყოველთაოდ სავალდებულო გახდება ან სათანადო შესაძლებლობებს მოიპოვებთ, უპირველესად საჭიროა ერის გადარჩენა და მისი სუვერენობა.

ჩვენის სახელით ბევრი ხელშეკრულებანი შეუქმნიათ და თუ რომელ მათგანს დაარღვევს ან აღადგენს თავისუფალი საქართველო, ეს მომავლის საკითხია.

ყველა პატრიოტს და ეროვნულ მოღვაწეს კი სწადია დიადი სამშობლო, სრულქმნილი საქართველო. 



სევერიან ურუშაძე
(პარიზი, 1937 წელი. ჟურნალი "კავკასია" N7)



Share on Google Plus

ბლოგის ავტორი: ნოდარ თოთაძე

კავკასიოლოგიის მაგისტრი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
    Blogger Comment
    Facebook Comment

0 კომენტარი:

Post a Comment